ტურინის „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში ლონდონის „ჩელსი“ ფედერიკო კიეზას გოლით 1:0 დაამარცხა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, განსაკუთრებით მორალურად.
„იუვეს“ ვიცე-კაპიტანმა ლეონარდო ბონუჩიმ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ეს თამაში მაგალითი უნდა იყოს და არა გამონაკლისი.
„ვფიქრობ, ამ მატჩში ვაჩვენეთ ის, რაც ნაწილობრივ სხვა შეხვედრებშიც ვაჩვენეთ, მაგრამ ამჯერად 95 წუთის განმავლობაში. არაფერი დავუთმეთ ევროპის ჩემპიონ გუნდს. გვინდოდა ეს მიდგომა და ასეთი მატჩის ჩატარება. როგორც იქნა, ეს მოვახერხეთ. ეს იყო ყველაზე რთული, მაგრამ ამავდროულად ყველაზე ადვილად მოსამზადებელი თამაში მისი ინტენსივობისა და კონკურენტუნარიანობის გათვალისწინებით. ეს თამაში მაგალითი უნდა იყოს და არა გამონაკლისი. ეს თამაში გაკვეთილად უნდა გამოვიყენოთ. უნდა შევინარჩუნოთ მენტალური ინტენსივობა და ამან ამ მატჩში სხვაობა შექმნა. ზოგჯერ ტექნიკურად შეცდომებს ვუშვებთ, მაგრამ უნდა გვქონდეს ეს მენტალიტეტი.
დე ლიხტი? ის ამ მატჩში არ გაგვიცნია. ჩემთვის სათქმელადაც კი ზედმეტია, რომ ის დიდი ფეხბურთელია. მას ზოგჯერ ზედმეტად აკრიტიკებდნენ, ეს ყველას ემართება. ის დიდი პროფესიონალია, შესანიშნავი ბიჭი და მომავალი მისია.
ჩემი თამაში? ჩემი მხრიდან მაღალ დონეზე ვითამაშე, ასეთი მატჩები მომწონს და მინდა შევიგრძნო. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში განსხვავებულია. გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა ბურთის ფლობის მომენტში. თუმცა, მქონდა რამდენიმე არადამაჯერებელი ეპიზოდი, რაც შეიძლებოდა ძვირად დაგვჯდომოდა. ახლა მთავარი ის არის, რომ ის სულისკვეთება აღმოვაჩინოთ, რაც გამარჯვებულ წლებში გვქონდა. ყველა ფეხბურთელს სურს ჯორჯოსთან და დე ლიხტთან ერთად თამაში, ვის არ სურს? დანარჩენი კი მწვრთნელის გადასაწყვეტია.
ამბიცია უნდა გვქონდეს, რადგან ეს მაისური გვაცვია, რომლის წონა ძალიან დიდია. როდესაც პროფესიონალი ხარ, ამბიციური უნდა იყო და ოცნების ახდენაზე იფიქრო. გვაქვს ვალდებულება, რომ ყოველთვის ყველაფერი გვსურდეს, „იუვენტუსი“ კმაყოფილი არასდროს უნდა იყო. მოთამაშეებმა ამით უნდა ისუნთქონ და ეს განიცადონ. იმისთვის ვთამაშობთ, რომ ყოველდღიურად მოვუმატოთ“, – თქვა ბონუჩიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ H ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს, მომდევნო მატჩს კი 2 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ გამართავს.