ლეონარდო ბონუჩიმ სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ დასჯის შემდეგ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა.
მან ინსტაგრამსთორიში დაწერა, რომ „იუვე“ 7-თავიანი დრაკონია.
„იუვენტუსი“ 7-თავიან დრაკონს ჰგავს. ერთ თავს აჭრით და მეორე ჩნდება. ის არასდროს ნებდება და მისი ძალა გარემოშია“, – დაწერა ბონუჩიმ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ სერია A-ში 15 ქულა დააკლეს.