მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “ავსტრია იმ სამ გუნდზე ძლიერია, რომელთაც ვეთამაშეთ”

ბონუჩი: “ავსტრია იმ სამ გუნდზე ძლიერია, რომელთაც ვეთამაშეთ”

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა ლეონარდო ბონუჩიმ ავსტრიასთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. მისი აზრით, მომდევნო მეტოქე თურქეთზე, შვეიცარიაზე და უელსზე ძლიერია, რომელთაც იტალიამ ჯგუფში აჯობა.

„ისეთივე სამზადისი გვქონდა, როგორც სხვა მატჩებზე. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, რომელსაც რთული მეტოქის წინააღმდეგ გავმართავ. გასახდელში კარგი ატმოსფეროა და ეს ყველაზე მთავარია.

არნაუტოვიჩს ჩვენი არ ეშინია? სწორია, ეს არის განცხადებები, რაც ასეთი მნიშვნელოვანი მატჩის წინ უნდა გააკეთო. ჩვენ ავსტრიას დიდ პატივს ვცემთ. მათ აქვთ ხარისხი, ფიზიკური შესაძლებლობები შესანიშნავად თამაშისთვის. ჩვენ მოვემზადეთ და მზად ვართ ჩვენი ფეხბურთის სათამაშოდ.

არასდროს გვითქმავს, რომ თავს ვინმეზე ძლიერად მივიჩნევთ. დარწმუნებული ვართ, რომ მანჩინისთან ერთად სწორ გზაზე მივდივართ. გვინდა ეს გზა გავაგრძელოთ, ძირითადი ელემენტი კი გუნდია. ამ შეხვედრაში დეტალების მიმართ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. წვრილმანები შედეგზე გავლენას ახდენს. საჭიროა მაქსიმალური ყურადღება. ჩვენ პატივს ვცემთ ავსტრიას, მაგრამ ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ.

არსებობს თამაშები და სიტუაციები, როდესაც უნდა იყო ცუდი და „მახინჯი“. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ ეს გავაკეთეთ. პლეი-ოფში საჭიროა თამაშის გარკვეული მომენტები კარგად წაიკითხო, ამ თამაშიდან დაწყებული.

ახალგაზრდა ფეხბურთელებთან თამაში სასიამოვნოა, ისინი მზად არიან თავიანთი წვლილი შეიტანონ იტალიელების გაბედნიერებაში.

ჩემს მიმართ ბევრი იტალიელი უარყოფითად განწყობილია და ამ ჩემპიონატმა შეიძლება ეს შეცვალოს? ძალიან რთული იქნება. მაინტერესებს ის იტალიელები, რომლებიც ამ თვეში იტალიას გულშემატკივრობენ. ჩვენ გვაცვია მაისური, რომლის ღირსებას ვიცავთ.

საერთო ჯამში ავსტრია იმ სამ გუნდზე ძლიერია, რომელთაც ჩვენ ვეთამაშეთ. მათ ძალიან კარგი გუნდი და ინდივიდუალისტები ჰყავთ. აქვთ გერმანული თამაში, მაღალი რიტმით და აგრესიით. ვფიქრობთ, ერთი თავით მაღლა არიან, ვიდრე ის მეტოქეები, რომელსაც ჯგუფში ვეთამაშეთ.

ჩამუხვლა მატჩამდე? ამაზე გუნდი ერთად ვისაუბრებთ და ერთად მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – თქვა ბონუჩიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ავსტრიის მატჩი 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …