ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ზბიგნევ ბონიეკმა განაცხადა, რომ სტუმრად გატანილი გოლის წესის შეცვლის დრო დადგა. პოლონელის აზრით, „იუვე“ ჩემპიონთა ლიგიდან მხოლოდ ამიტომ გავარდა.
„რატომ გავარდა „იუვენტუსი“? სპორტული ასპექტების გარდა, მხოლოდ იმტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობს წესი, რომელსაც „სტუმრად გატანილ გოლს“ უწოდებენ. არ მოვიდა მისი შეცვლის დრო? სიმართლე ისაა, რომ „იუვენტუსს“ კიდევ შეეძლო 3-4 გოლის გატანა. გაიხსენეთ, მეკარის სეივები, კიეზას ძელი, კუადრადოს ხარიხა…“, – თქვა ბონიეკმა.
შეგახსენებთ, რომ ზბიგნევ ბონიეკი „იუვენტუსში“ 80-იან წლებში თამაშობდა და გუნდთან ერთად 1985 წელს ჩემპიონთა თასი მოიგო.