ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი ფედერიკო ბერნარდესკი იტალიისა და ჩრდილოეთ ირლანდიის შეხვედრაში დაშავდა.
იტალიური მედიის ცნობით, მას კუნთების მსუბუქი ხარისხის დაზიანება აღენიშნება, მაგრამ მომდევნო სამი მატჩი „ლაციოსთან“, „ჩელსისთან“ და „ატანლანტასთან“ გაუცდება.
მასიმილიანო ალეგრი იმედოვნებს, რომ ფედერიკო ნოემბრის ბოლოსთვის მზად იქნება და გუნდს საშობაო პაუზამდე არსებულ მჭიდრო გრაფიკში დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ უახლოეს მატჩს 20 ნოემბერს, სტუმრად რომის „ლაციოსთან“ გამართავს.