მთავარი / სიახლეები / სერია A / ბერნარდესკი: “იმედია “იუვეს” სკუდეტოებს არ ჩამოართმევენ, თორემ დიდი უსამართლობა იქნება”

ბერნარდესკი: “იმედია “იუვეს” სკუდეტოებს არ ჩამოართმევენ, თორემ დიდი უსამართლობა იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ გარშემო მიმდინარე გამოძიებებსა და სასამართლო პროცესებზე ფედერიკო ბერნარდესკიმ ისაუბრა. როგორც მან თქვა, ამ ყველაფერს სპორტულ შედეგებთან კავშირი არ აქვს.

იტალიელი იმედოვნებს, რომ „იუვეს“ სკუდეტოებს არ ჩამოართმევენ, თორემ ეს დიდი უსამართლობა იქნება.

„გასაოცარი ამბავია, ვწუხვარ ბიჭები გამო, რომლებიც ამ სიტუაციას განიცდიან. რა თქმა უნდა, რაც მოედანს მიღმა ხდება, გავლენას ახდენს თამაშზე, ჩვენ რობოტები არ ვართ, ადამიანები ვართ, ემოციებით, გრძნობებით, ღირებულებებითა და პრინციპებით. როცა რაღაცას კითხულობ, შეუძლებელია შენზე არ იმოქმედოს.

სანქციები? ხელფასებთან დაკავშირებით არ ვიცი, რა იქნება. იმედი მაქვს, რომ სკუდეტოებს არ წაგვართმევენ, ეს დიდი უსამართლობა იქნებოდა. რა შუაშია ეს თამაშთან? კომპანიის ფინანსური ანგარიშები სცილდება სპორტულ მოქმედებას“, – თქვა ბერნარდესკიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ კაპიტალის მოგებაზე 15 ქულა დააკლეს, მაგრამ უფრო მძიმე სიტუაციაა ხელფასების მანევრირებასთან დაკავშირებული სიტუაცია. საუბარია, რომ „იუვენტუსს“ 2019-2020 წლების სეზონში მოგებულ სკუდეტოსაც ჩამოართმევენ და არც მანამდე მოგებული სკუდეტოების ჩამორთმევაა გამორიცხული (2012-2020 წლების). ასევე საუბრობენ სერია B-ში დაქვეითებაზე. სასამართლომ განაჩენი გაზაფხულისთვის უნდა გამოიტანოს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …