ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე ბერგომიმ „იუვენტუსისა“ და ფედერიკო კიეზას შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, „იუვეს“ შემთხვევაში მოთმინება და დროა საჭირო, ხოლო კიეზას არყოფნა „ოქროს ბურთის“ 30 ნომინატს შორის, უცნაური და გასაკვირია.
„კიეზა ბარელასთან ერთად ყველაზე ძლიერი იტალიელი ფეხბურთელია. უცნაურია, რომ კიეზა „ოქროს ბურთის“ ნომინატებში ვერ მოხვდა. ის მართლაც ძლიერია თანამედროვე ფეხბურთში, რიცხობრივი უპირატესობის შექმნაში ერთ-ერთი უძლიერესი. ის არის ბიჭი, რომელსაც აქვს ხასიათი, პიროვნულობა და ეს აჩვენა, როგორც ნაკრებში, ისე „იუვენტუსში“.
„იუვე“? მოთმინებაა საჭირო. ბოლო წლებში გუნდმა სამი მწვრთნელი შეიცვალა. ალეგრიმ ყველაფერი უნდა აღადგინოს, ახლა მას განსხვავებული გუნდი ჰყავს. ამ მომენტში მან გუნდს უსაფრთხოება უნდა მიანიჭოს. დღეს ყველაზე ლამაზ ფეხბურთს „მილანი“ თამაშობს და „როსონერის“ წინააღმდეგ საწყისი 60 წუთის განმავლობაში შესანიშნავი „იუვენტუსი“ ვნახეთ. ნოემბერს დაველოდოთ, როგორც ალეგრი ამბობს“, – თქვა ბერგომიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 17 ოქტომბერს, შინ „რომასთან“ ჩაატარებს.