იტალიის ნაკრებმა ევრო 2020-ის მეოთხედფინალში ბელგიის ნაკრები ნიკოლო ბარელასა და ლორენცო ინსინიეს გოლებით 2:1 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით:
დონარუმა 7.5 – თავიდანვე მზად იყო და ლუკაკუს დაასწრო. შემდეგ დე ბრუინს საოცარი ბურთი აუღო, ყურადღებით იყო „ინტერის“ მე-9 ნომრის დარტყმის შემდეგაც.
დი ლორენცო 5.5 – დაბლოკილია, როგორც მოსალოდნელი იყო. დოკუ ცუდი კლიენტი იყო, რომელთანაც გაუჭირდა. მას ის გაექცა და პენალტი აიკიდა. ორჯერ ბურთი დაკარგა, რამაც გუნდს ხიფათი მოუტანა.
ბონუჩი 7.5 – ანგარიში გახსნა, მაგრამ თამაშგარის გამო VAR-მა სამართლიანად გააუქმა. მან დიდი ყურადღებით ითამაშა და თამაშსაც კარგად კითხულობდა.
კიელინი 8 – საუკეთესო, თითქმის 37 წლის ასაკში. ლუკაკუ გაანეიტრალა, ბრძოლა აშკარა უპირატესობით მოიგო. სწორედ ასეთი სჭირდება ის „იუვეს“ და იტალიის ნაკრებს. ახლა თავისუფალი აგენტია და ალეგრიმ უნდა იჩქაროს, სანამ სხვა ვინმე გამოჩნდება მისი შეძენის მსურველი.
სპინაცოლა 7 – თავიდან ცოტა მორცხვი იყო, მუნიესთან გაუჭირდა, რომელიც სხვა დონის მეტოქე იყო, ვიდრე ყველა, ვისაც აქამდე ეთამაშა. შემდეგ დამშვიდდა, ლუკაკუს დარტყმის შემდეგ გუნდი გადაარჩინა, პრაქტიკულად გოლი გაიტანა. გოლის გატანის შანსი მეორე ტაიმის დასაწყისში ჰქონდა, მაგრამ არაზუსტად დაარტყა. ტრავმის გამო მოედანი ცრემლებით დატოვა.
ემერსონი 6 – შევიდა და მხოლოდ დაცვაზე ფიქრობდა, შედეგის შესანარჩუნებლად.
ბარელა 7 – ნახევარი საათი თითქოს გათიშული იყო, მაგრამ შემდეგ ლამაზი გოლით ჩაირთო. ყოველთვის ჩართული იყო თამაშში, იმობილეს მაგარი პასიც მისცა, რომელიც ჩირომ ვერ გამოიყენა.
ჟორჟინიო 7.5 – თანამედროვე ფეხბურთში ბალანსი ყველაფერია და თუ იტალია ასე კარგად თამაშობს და ბევრი გასაჭირი არ აქვს, მისი დიდი ინტელექტის დამსახურებაა. ის არ არის და არც არასდროს იქნება პირლო, მაგრამ მისნაირი ფეხბურთელი მოედანზე საჭიროა. რამდენიმე ეპიზოდში უმნიშვნელოვანესი ბურთი დაუბრუნა გუნდს.
ვერატი 7 – პირველ ნახევარ საათში ბურთს ძალიან ხშირად შეეხო, საჭიროზე მეტადაც. სწორედ მან მოიპოვა ბურთი და საგოლე პასიც გააკეთა ბარელას გოლზე. იტალიას მან სარგებელი მოუტანა.
კრისტანტე 6 – სტანდარტულებზე მისი მოედანზე ყოფნა ძალიან სასარგებლო იყო.
კიეზა 7 – ავსტრიასთან გმირობის შემდეგ ძირითადში მიიღო შანსი და კარგად გამოიყენა. მისგან ყოველთვის ჩნდებოდა იდეა, სახიფათოც იყოს, რამდენჯერმე გოლთან ახლოს იყო და დი ლორენცოს დაცვაშიც ეხმარებოდა.
ტოლოი შ.გ – ის მოედანზე კომპენსირებულ წუთებში იყო.
იმობილე 5 – კარიდან ზურგით თამაშობდა და არ იცოდა ეს როგორ გაეკეთებინა. ცდილობდა, მაგრამ საშინელი შედეგები ჰქონდა. როდესაც ბურთს იღებდა, არასწორ გადაწყვეტილებას იღებდა.
ბელოტი 6 – რამდენიმე ჯარიმა გამოიმუშავა, რამაც თანაგუნდელები გააძლიერა და ამოასუნთქა.
ინსინიე 7.5 – აი, როგორც იქნა. ნანატრი ნომერი 10, ნომერი 10-სთვის საკადრისი გოლით, დიდების კვალდაკვალ. მეორე ტაიმში სპინაცოლას საოცარი პასი მისცა, რომელმაც არაზუსტად დაარტყა.
ბერარდი 6 – გულუბრყვილო ყვითელი ბარათი მიიღო, მაგრამ გუნდს ეხმარებოდა ბურთის შენარჩუნებაში.
მანჩინი 7.5 – 32 თამაში წაუგებლად, დიდი ფეხბურთის თამაშით. მისი იტალია რეიტინგის ლიდერთან ლამაზი და ეფექტური იყო. ახლა სწორია დიდ გამარჯვებაზე ოცნება.