მთავარი / სიახლეები / “ბარსელონას” დანილო-დესტის ბარტერი სურს

“ბარსელონას” დანილო-დესტის ბარტერი სურს

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი დანილო „ბარსელონას“ თვალთახედვის არეშია. როგორც Mundo Deportivo წერს, ესპანური გუნდი ზაფხულში მარჯვენა მცველის ყიდვას ეცდება და პრიორიტეტული ბრაზილიელის ვარიანტია.

თუმცა, ეს არ იქნება ადვილი ოპერაცია, რადგან დანილოს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს და მაღალი ხელფასიც აქვს, შესაბამისად, „ბარსას“ სხვა გამოსავალზე ფიქრი მოუწევს.

წყაროს თანახმად, ეს გამოსავალი შესაძლოა, სერჯინო დესტში არსებობდეს. კატალონიელები მზად არიან „იუვენტუსს“ ამერიკელი და ბრაზილიელი განაპირა მცველების პირდაპირი ბარტერი შესთავაზოს, თუმცა „იუვეს“ პასუხი ჯერ უცნობია.

შეგახსენებთ, რომ დანილო „იუვენტუსში“ 2019 წლიდან თამაშობს და 101 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი.

შემთხვევითი სიახლე

დიბალა: “იუვეში” ბოლო წლები ჩემთვის ადვილი არ იყო”

პაულო დიბალამ განაცხადა, რომ „რომაში“ გადასვლა მისთვის კარგი იყო, რადგან „იუვენტუსში“ ბოლო წლებში ბევრი სირთულე …

მორატა: “ალეგრიმ “ბარსელონაში” არ გამიშვა”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალვარო მორატამ განაცხადა, რომ იანვარში „ბარსელონაში“ გადასვლა შეეძლო, მაგრამ მასიმილიანო ალეგრიმ …