ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი არტური საოპერაციოა. ბრაზილიელი ფეხბურთელი ჯერ კიდევ გასული სეზონიდან მოყოლებული ტრავმირებული ფეხით თამაშობდა.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ ის ოპერაციას გაიკეთებს და უმჯობესია გარკვეული პერიოდი იუქმოს, ვიდრე დაზიანება გაურთულდეს. იტალიური მედიის ცნობით, არტურს ორი თვე გაიცდება.
ამრიგად, სამხრეთ ამერიკელი ნახევარმცველი სეზონის სტარტს გამოტოვებს.