ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველ არტურს კლუბის დატოვება სურს. ამის შესახებ ბრაზილიელი ფეხბურთელის აგენტმა ფედერიკო პასტორელომ განაცხადა.
„იანვარში არტური „არსენალთან“ ახლოს იყო. ის ეროვნულ ნაკრებში მოხვედრაზე ფიქრობს. სარისთან ერთად „იუვეში“ ჟორჟინიოს როლს მოირგებდა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ალეგრი მას აფასებს, მასიმილიანოს სურს ნახევარდაცვაში ფიზიკურად ორი ძლიერი ფეხბურთელი. ამ სიტუაციის გაგრძელება არავის ინტერესშია“, – თქვა პასტორელომ La Repubblica-სთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ არტური „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობს და 63 შეხვედრაში 1 გოლი აქვს გატანილი.