ლონდონის „არსენალი“ ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველის, არტურის გადაბირებას ცდილობს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება.
„მეთოფეები“ მუშაობენ, რომ ბრაზილიელი იჯარით წაიყვანონ და სეზონის ბოლომდე ხელფასის ნაწილი მათ გადაუხადონ. თუმცა, „იუვე“ თუ არტურის შემცვლელს ვერ იპოვის, სამხრეთამერიკელის გაშვების წინააღდეგია.
თავად ფეხბურთელს ლონდონურ კლუბში გადასვლის სურვილი აქვს, რადგან მეტი სათამაშო პრაქტიკის მიღება უნდა.
მიმდინარე სეზონში არტურმა 11 მატჩი ჩაატარა და გოლი არ გაუტანია, გასულ სეზონში კი 32 თამაშში თავი 1 გოლით გამოიჩინა.