ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ „ფიორენტინასთან“ მატჩის წინ კომენტარი გააკეთა. მან თქვა, რომ ალესანდრო დელ პიეროს გუნდში დაბრუნება არ იგეგმება, ის უბრალოდ მატჩს სტუმრის სტატუსით დაესწრო.
„ჩვენ თამაშიდან თამაშამდე ვიყურებით, დღევანდელი მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ მომდევნო შეხვედრებზე ვიფიქრებთ.
დელ პიერო? ის და მისი აკადემიის ბიჭები ჩვენი სტუმრები იყვნენ და მივიჩნიეთ, რომ სწორი და სამართლიანი იქნებოდა გულშემატკივრებს მისალმებოდა. ის „იუვენტუსის“ ხატია, არც მეტი და არც ნაკლები“, – თქვა არივაბენემ.