ტურინის „იუვენტუსის“ გენერალურმა დირექტორმა მაურიციო არივაბენემ განაცხადა, რომ მასიმილიანო ალეგრის კლუბის ხელმძღვანელობისგან სრული ნდობა აქვს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება მან „მაკაბისთან“ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გააკეთა.
„ჩვენ მწვრთნელს სრულიად ვენდობით, თავიდან უნდა ავიცილოთ ემოციური არჩევანი და პრობლემები დეტალურად უნდა გავაანალიზოთ, ერთად ვიპოვოთ გამოსავალი. ამ სიტუაციაში დამნაშავის ძებნა არასწორი იქნებოდა“, – თქვა არივაბენემ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ ჩაატარებს.