ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ „მაკაბისთან“ მარცხის (0:2) შემდეგ ისაუბრა და მასიმილიანო ალეგრის გათავისუფლება გამორიცხა. როგორც მან თქვა, ეს ყველაფერი მხოლოდ მწვრთნელის ბრალი არ არის.
„ეს რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდია, ახლა პასუხისმგებლობის აღების დროა და აქ სწორედ ამიტომ ვარ, რადგან მრცხვენია და გაბრაზებული ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ფეხბურთს 11 კაცი თამაშობს და იგებს ან აგებს 11 კაცი. პრობლემა მთლიან ჯგუფშია, ჩვენ ზოგად დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, ბევრ ისეთ გუნდთან წავაგეთ, რომლებთანაც უნდა მოგვეგო. უნდა გვრცხვენოდეს და ბოდიში მოვუხადოთ გულშემატკივრებს, რომელსაც ამ წუთებში ქუჩებში გასვლაც უჭირთ. ყველამ ღრმა ანალიზი უნდა გავაკეთოთ.
მსგავს სიტუაციაში პრობლემა ერთი ადამიანი არ არის, მოთამაშე ან მწვრთნელი, ეს ეხება მთელ ჯგუფს და დღეიდან გადატვირთვა უნდა მოხდეს, რადგან ვიცით, რომ ერთ თვეში კიდევ 9 თამაში გვაქვს, სადაც მაქსიმუმი უნდა გავიღოთ. არ შეიძლება მხოლოდ მწვრთნელის ბრალი იყოს თუ ჩვენ ერთი ორთაბრძოლის მოგებასაც ვერ ვახერხებთ, მიჭირს „იუვენტუსის“ მწვრთნელის შეცვლაზე ფიქრი, ჩვენ შეფასებებს ყოველთვის სეზონის ბოლოს ვაკეთებთ. სამწუხაროდ დღეს ნეგატიური ალქიმიის პერიოდი გვაქვს, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან“, – თქვა ანიელიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 15 ოქტომბერს, „ტორინოსთან“ ჩაატარებს.