ტურინის „იუვენტუსში“ ანდრეა ანიელის პრეზიდენტობის ეპოქა დღეს ოფიციალურად დასრულდა.
ანიელისთვის ეს პრეზიდენტის რანგში ბოლო დღე იყო და კლუბი მას სპეციალური ვიდეოთი დაემშვიდობა. ანდრეა კლუბის პრეზიდენტად 2010 წლის 19 მაისს დაინიშნა.
13-წლიან პერიოდში „იუვემ“ 9 სკუდეტო მოიგო, 5-5-ჯერ კი იტალიის თასსა და იტალიის სუპერთასს დაეუფლა. შედეგად, კლუბმა მის პერიოდში 19 ტიტული მოიგო, გარდა ამისა, ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა.
შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს, „იუვენტუსის“ ახალი ბორდი დამტკიცდება და პრეზიდენტის ფუნქციას მაურიციო სკანავინო შეასრულებს.
Uniche, indimenticabili, irripetibili, tredici stagioni dell’era Andrea Agnelli. pic.twitter.com/UGwaMkfNE4
— JuventusFC (@juventusfc) January 17, 2023