ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ალექს სანდრომ „მალმიოსთან“ (3:0) მატჩის შემდეგ, რომელშიც მან ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო გოლი გაიტანა, კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი მცველის განცხადებით, მორალურად გამარჯვება სასარგებლოა.
„ბედნიერი ვარ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი გოლი გავიტანე, ეს არის ის, რასაც დიდი ხანი ვცდილობდი, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორ გზაზე დაბრუნება რთულ სტადიონზე. მეტოქე კარგად შევისწავლეთ და ისე ვითამაშეთ, როგორც გვინდოდა. გამარჯვება სასარგებლოა მორალურად, უკეთ ვართ, ძლიერი და მზარდი გუნდი ვართ“, – თქვა ალექს სანდრო.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ მომდევნო მატჩს 19 სექტემბერს, ტურინში, „მილანის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.