მთავარი / სიახლეები / სერია A / ალექს სანდრომ “იუვეში” მე-300 მატჩი ჩაატარა – ყველა ფეხბურთელი, ვინს ამ ნიშნულს გადააბიჯა

ალექს სანდრომ “იუვეში” მე-300 მატჩი ჩაატარა – ყველა ფეხბურთელი, ვინს ამ ნიშნულს გადააბიჯა

ალექს სანდრომ „იუვენტუსში“ მე-300 მატჩი ჩაატარა, რის შედეგადაც მისი მაისური კლუბის მუზეუმში დაიდებს ბინას.

ბრაზილიელი „იუვეს“ ისტორიაში სულ მესამე ლეგიონერია, რომელმაც ამ ნიშნულს უწია. მასზე წინ მხოლოდ პაველ ნედვედი (327 მატჩი) და დავიდ ტრეზეგე (320) არიან. ასე რომ, ალექს სანდროს შანსი აქვს ტურინული გრანდის ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩის ჩამტარებელი ლეგიონერი გახდეს, რადგან ნედვედი 27 თამაშით უსწრებს.

ალექს სანდრო „იუვეში“ 2015 წლიდან თამაშობს და 15 გოლი გაიტანა. მან „ბიანკონერისთან“ ერთად 11 ტიტული მოიგო. აქვე გეტყვით, რომ „ტორინოსთან“ „იუვეს“ რიგებში საიუბილეო მატჩი ჩაატარა ვოიცეხ შჩესნიმაც, ოღონდ მან ტურინელთა მაისურით მეორასედ ითამაშა.

ფეხბურთელები, რომლებსაც „იუვენტუსში“ მინიმუმ 300 მატჩი ჩაატარეს:

დელ პიერო

ბუფონი

კიელინი

შირეა

ფურინო

ბეტეგა

ძოფი

ბონიპერტი

სალვადორე

კაუზიო

კაბრინი

კუკურედუ

კონტე

ჯენტილე

ვარლიენი

მარკიზიო

დეპეტრინი

ლეონჩინი

ბრიო

ტაკონი

ტარდელი

მორინი

კომბი

პესოტო

როზეტა

ფერარა

კასტანო

პაროლა

რავა

ნედვედი

ტრეზეგე

მაროკი

ანძოლინი

ბორელი

ბირინდელი

ფონი

ანასტაზი

ალექს სანდრო

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …