ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდამ, ალესანდრო დელ პიერომ სამწვრთნელო ლიცენზია აიღო – უეფას A კატეგორია.
კოვერჩანოში ჩატარებულ გამოცდებში ყველაზე მაღალი შეფასება ალექსმა და დანიელე დე როსიმ მიიღეს. თუმცა, ტესტები ასევე ჩააბარეს და ლიცენზია აიღეს ვეტერანმა ფეხბურთელებმა, რიკარდო მონტოლივომ, იგნაციო აბატემ, ფედერიკო ბალძარეტიმ, დავიდ პიზარომ, ალესანდრო მატრიმ, ჯამპაოლო პაცინიმ და კრისტიან ვიერიმ.
არსებული ლიცენზიით დელ პიეროს მთავარ მწვრთნელად შეუძლია მუშაობა ასაკობრივ გუნდებში, სერია C-ში და ქალთა გუნდების ყველა დონეზე, ხოლო სერია B-სა და სერია A-ში მთავარი მწვრთნელის ასისტენტობაა შესაძლებელი.