მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ინტერთან” თამაში რთულია, ვლაჰოვიჩით კმაყოფილი ვარ”

ალეგრი: “ინტერთან” თამაში რთულია, ვლაჰოვიჩით კმაყოფილი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ იტალიის თასის ფინალში „ინტერთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რთული თამაში იქნება, მაგრამ მის გუნდს სეზონის კარგად დასრულება სურს.

„ხვალ მშვენიერი თამაში იქნება, იტალიის დერბია. ძალიან რთული გუნდის წინააღმდეგ ვითამაშებთ, რომელთანაც აქამდე ყოველთვის კარგად ვთამაშობდით. ფეხბურთი უცნაურია, ორ წუთში შეიძლება თამაში გაიხსნას და მატჩი შეიცვლება, მნიშვნელოვანია კარგად ვითამაშოთ. შემადგენლობასთან დაკავშირებით მაქვს რამდენიმე ეჭვი. მორატა? ხვალ შუადღეს უკვე გადაწყვეტილება მიღებული მექნება. კიელინი ნამდვილად ითამაშებს, ასევე პერინი. სხვები ვნახოთ. სამცველიანი სქემა? ვნახოთ. ფეხბურთელები, რომლებიც მყავს, შეუძლიათ, როგორც 3, ისე 4 მცველით თამაში.

სეზონი ცუდად დავიწყეთ, მაგრამ შემდეგ კარგი სერია გვქონდა და მნიშვნელოვან შედეგს მივაღწიეთ. ჩემპიონთა ლიგაზე თამაში მნიშვნელოვანი შედეგია, რასაც „იუვე“ ყოველ წელს ახერხებს. სეზონის შემდეგ ვიმუშავებთ გაუმჯობესებაზე, ვეცდებით განახლება მოვახდინოთ.

სეზონის შეფასება მარტივია: თუ მოვიგეთ, თქვით, რომ არა უშავს, მაგრამ თუ წავაგეთ, თქვით, რომ საშინელი სეზონი გვქონდა. მომდევნო სეზონი კარგად უნდა დავიწყოთ, კონკურენტუნარიანები უნდა ვიყოთ. ეს არის ის, რაც უნდა გავაკეთოთ.

ჩვენი საუკეთესო თამაში იყო „ინტერთან“ და ადრე „მანჩესტერთან“, მაგრამ თქვენ მხოლოდ შედეგები გახსოვთ, არა თამაშის ხარისხი. სეზონის წინ რონალდუს დაკარგვა სატრანსფერო ბაზრის დახურვამდე სამი დღით ადრე ადვილი არ იყო. შემდეგ კიეზაც დავკარგეთ. გარკვეული სირთულეები გვქონდა, თუმცა, მშვიდად ვიყავი, რადგან ვიცოდი, რომ გუნდი მომატებას დაიწყებდა და ასეც მოხდა. შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობა ვლაჰოვიჩის ყიდვით ძალიან დაგვეხმარა და დავიწყეთ მნიშვნელოვანი სერია, რომელიც „ინტერთან“ საშინაო შეხვედრაში მარცხით დასრულდა, თუმცა ამ წაგებამაც სტიმული მოგვცა. ახლა იტალიის თასისთვის ვიბრძვით: მოგება ძალიან სასიამოვნო იქნება, მერე კი სერია A-ს ბოლო ორი თამაში კარგად უნდა დავასრულოთ და მომდევნო სეზონი დაუყოვნებლივ დავგეგმოთ.

დიბალა ხვალ ითამაშებს, ახლა თქვენ სათაურებიც გაქვთ და შეგიძლიათ ეს დაწეროთ. საუკეთესო იტალიელი მწვრთნელი? ჩემთვის საუკეთესოა ყველა მწვრთნელი, რომელიც იმარჯვებს. ანჩელოტი, კაპელო, ლიპი, საკი და ტრაპატონი, მათ იტალიური ფეხბურთის ისტორია დაწერეს. კარლო ერთადერთია, რომელიც ახლა ისევ მუშაობს, „ნაპოლისა“ და „ევერტონის“ შემდეგ ბევრს მისი კარიერა დასრულებული ეგონა, მაგრამ ასე არაა. იტალიაში ბევრი კარგი მწვრთნელია, ახალგაზრდები, რომლებსაც შეუძლიათ დიდი გუნდების გაწვრთნა.

ვლაჰოვიჩი? იმედი მაქვს, რომ არა ერთს, არამედ ორ გოლს გაიტანა. კარგად მუშაობს, მშვიდადაა, მაგრამ ზოგჯერ საკუთარი თავისგან ბევრს ითხოვს. ეს ხასიათის საკითხია. მან დაამტკიცა, რომ „იუვენტუსის“ დონეზე თამაში. ის აქ მხოლოდ სამი თვეა, რაც არის და მომდევნო სეზონში მხოლოდ მომატება შეუძლია. მას კარგი სტატისტიკა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ იტალიაში გოლების გატანა რთულია. კრიშტიანუ რონალდუც კი, როცა აქ მოვიდა, 5-6 თამაში გატანას ვერ ახერხებდა. მე კმაყოფილი და ის ფაქტიც მახარებს, რომ გაბრაზებული სახე ჰქონდა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ძალიან სურს მომატება და მეტის გაკეთება, ყველაფრის ყოველდღე დამტკიცება.

23-წლამდე გუნდიდან მირეტი და ნიკოლუსი გამოვიძახე. ის კარგი ბიჭია, რომელსაც სერიოზული ტრავმა ჰქონდა. ვუყურე 23-წლამდე გუნდის თამაშს და ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ამიტომაც, დავაჯილდოვე“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ინტერის“ მატჩი 11 მაისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …