მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ეს წარუმატებლობა უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ”

ალეგრი: “ეს წარუმატებლობა უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩზე ვიფიქროთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ბენფიკასთან“ მარცხისა (3:4) და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ახლა გუნდმა ეს მწუხარება ბრაზად უნდა აქციოს და „ლეჩესთან“ მატჩზე იფიქროს.

„გოლები ძალიან მარტივად გავუშვით, გათანაბრების შემდეგ ეგრევე გოლი მივიღეთ და 4:1-ზე დიდი რისკის ქვეშ ვიყავით. მატჩის მიწურულს კარგი რეაქცია გვქონდა. ძალიან ვწუხვარ ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის გამო, მაგრამ ახლა სერია A-ზე უნდა ვიფიქროთ, რადგან ჩამორჩენა გვაქვს. უნდა ვიშრომოთ და გავაგრძელოთ მუშაობა. „ლეჩესთან“ უნდა მოვიგოთ, დღეს კი მეტოქეს 3 გოლი ვაჩუქეთ.

აზრი არ აქვს იმის თქმას, რა უნდა გაგვეკეთებინა უკეთ. ჩვენ უნდა ვიფიქროთ „ლეჩესა“ და შემდეგ პსჟ-ზე, რომელთანაც ევროპა ლიგაზე გასვლის ბოლო შანსი გვაქვს. სულე და ილინგ-ჟუნიორი? კმაყოფილი ვარ მათი, ასევე მირეტის, რომელიც უკვე თითქმის სარტარტოს წევრია. ილინგმა ორი მნიშვნელოვანი საგოლე პასი გააკეთა. მათ აქვთ ტექნიკა და მენტალური ენერგია, გუნდს ეს სჭირდებოდა. სერია A-ში 4 მატჩი გვაქვს პაუზამდე, უნდა აღვიდგინოთ ენერგია და ფეხბურთელებიც.

თამაში ცუდად დავიწყეთ, შემდეგ პენალტით გავირთულეთ სიტუაცია და ვლაჰოვიჩმაც რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. ეს ჩავარდნა გვერდზე უნდა გადავდოთ, რომელიც მტკივნეულია და გაბრაზებული ვართ, მაგრამ ახლა მხოლოდ „ლეჩეზე“ უნდა ვიფიქროთ. სანაკრებო პაუზამდე 4 მატჩია, „ინტერთან“ მატჩამდე ტრავმირებული ფეხბურთელების დაბრუნება რთული იქნება. ვეგუებით ამ გავარდნას, მაგრამ ეს მწუხარება ბრაზად უნდა ვაქციოთ და „ლეჩესთან“ მატჩზე ვიფიქროთ.

ჯგუფში ჩარჩენის საფრთხე წინა მატჩებიდან დაგვემუქრა, მაგრამ დღეს თამაშში უნდა დავრჩენილიყავით, რადგან ამის შანსები იყო. სულეს რომ გაეტანა, ბოლოს მოსაგებად ვითამაშებდით. თუმცა, ჩემპიონთა ლიგიდან დღევანდელი წაგების გამო არ გავვარდნილვართ. კინი და არა მილიკი? გვჭირდებოდა ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელი, გარდა ამისა, ვფიქრობდი, რომ მეორე ტაიმში ხარისხის ასამაღლებლად მილიკი და მირეტი მჭირდებოდა. ილინგიც კარგად ჩაერთო. სულე იზრდება, ილინგი ერთი თვეა ჩვენთან ვარჯიშობს და კარგად შემოვიდა. ენთუზიაზმი ჩვენთვის კარგია“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ჩემპიონთა ლიგის ხუთ ტურში მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა, მომდევნო მატჩს კი შაბათს, „ლეჩესთან“ გამართავს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …