მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “ელკანის მხარდაჭერა სასიამოვნოა, ანიელი ჩემი მეგობარია”

ალეგრი: “ელკანის მხარდაჭერა სასიამოვნოა, ანიელი ჩემი მეგობარია”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობაში მომხდარი ცვლილებების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ჯონ ელკანის მადლობელია, ანდრეა ანიელისთან კი მეგობრობას აგრძელებს.

„ყოველთვის ძალიან სასიამოვნოა აქციონერების სიახლოვის შეგრძნება და ამიტომ, მადლობას ვუხდი ჯონ ელკანს ამ სიტყვებისთვის. მუშაობის და გამარჯვების ამ წლებში, ყოველთვის შემეძლო ანდრეა ანიელის მხარდაჭერის იმედი მქონოდა. მასთან მეგობრობა მაკავშირებს, რომელიც მისი პრეზიდენტობიდან გადადგომის შემდეგაც არ შეწყდება.

ანდრეა და ჯონი „იუვენტუსის“ სამყაროს ამოსავალი წერტილები არიან, ჩვენ კი კონცენტრირება მოედანსა და მუშაობაზე უნდა მოვახდინოთ, რათა ის შედეგები მივიღოთ, რაც ყველას გვსურს“, – თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯონ ელკანმა მასიმილიანო ალეგრის ნდობა გამოუცხადა და თქვა, რომ ის მთავარ მწვრთნელად მუშაობას აგრძელებს.

შემთხვევითი სიახლე

ბონუჩი: “იუვენტუსი” 7-თავიანი დრაკონია”

ლეონარდო ბონუჩიმ სოციალურ ქსელში „იუვენტუსის“ დასჯის შემდეგ კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა. მან ინსტაგრამსთორიში დაწერა, რომ …

კასანო: “სხვა კლუბებიც უნდა დასაჯონ, წესი ყველასთვის ერთნაირი უნდა იყოს”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ანტონიო კასანომ „იუვენტუსი“ დაიცვა. როგორც მან თქვა, კანონი ყველა კლუბისთვის ერთნაირი უნდა …