მთავარი / სიახლეები / სერია A / ალეგრი გულშემატკივრებს ეკამათა: “მოკეტეთ!”

ალეგრი გულშემატკივრებს ეკამათა: “მოკეტეთ!”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი „ფიორენტინასთან“ მატჩის დასრულების შემდეგ რამდენიმე გულშემატკივარს ეკამათა და მათ მოკეტვისკენ მოუწოდა.

ალეგრის გაღიზიანების საფუძველი ლეანდრო პარედესის, მოიზე კინისა და მატია დე შილიოს მიმართ სტვენა გახდა. როგორც მწვრთნელმა აღნიშნა, ფანების უმეტესობა სტადიონზე გუნდის გასამხნევებლად მიდის, მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც მოთამაშეებს უსტვენს, რაც ამ სიტუაციაში დაუშვებელია.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ „ფიორენტინა“ 1:0 დაამარცხა, გოლი კი ადრიენ რაბიომ გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …