ტურინის “იუვენტუსში” შესაძლოა ანდრეა ბარძალი დაბრუნდეს. იტალიური მედიის ცნობით, მასიმილიანო ალეგრის სურს, რომ ის თავის სამწვრთნელო შტაბში ჰყავდეს.
ბარძალი და მაქსი ერთმანეთს კარგად იცნობენ, რადგან ალეგრი მას 2014-2019 წლებში წვრთნიდა და კლუბი ერთად დატოვეს. ბარძალი კარიერის დასრულების შემდეგ მცირე ხნით მაურიციო სარის სამწვრთნელო შტაბშიც მუშაობდა, მაგრამ გუნდი მალევე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ანდრეა ბარძალიმ “იუვენტუსის” მაისურით 2011-2019 წლებში ითამაშა.