ჯორჯო კიელინი დიდი ალბათობით „იუვენტუსში“ დარჩება და გუნდთან კონტრაქტს განაახლებს. იტალიური მედიის ინფორმაციით, მასიმილიანო ალეგრიმ ხელმძღვანელობასთან ჯორჯოს შენარჩუნება მოსთხოვა.
კიელინი „იუვესთან“ კონტრაქტის, რომელიც 30 ივნისს იწურება, 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს. მოგეხსენებათ, ზუსტად იგივე ცნობა მანამდე პაულო დიბალასთან დაკავშირებითაც გავრცელდა და ალეგრიმ პაულოს შენარჩუნებაც მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005 წლიდან თამაშობს და 534 თამაშში 36 გოლი აქვს გატანილი.