ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გუნდს პენალტისტების სია გააცნო. ამის შესახებ Sky Sport-ი იტყობინება.
პირველი პენალტისტი კრიშტიანუ რონალდუ იქნება, მეორე – პაულო დიბალა. იმ შემთხვევაში თუ მოედანზე არცერთი ფეხბურთელი არ იქნება, ბურთთან ფედერიკო კიეზა, ფედერიკო ბერნარდესკი და მანუელ ლოკატელი მივლენ. იმის მიხედვით, ვინ უფრო თავდაჯერებული იქნება იმ კონკრეტულ მომენტში.
შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ახალ სეზონს “იუვენტუსი” 22 აგვისტოს, “უდინეზესთან” საგარეო მატჩით გახსნის.