მთავარი / თეგის არქივი: სერია ა (გვერდი 7)

თეგის არქივი: სერია ა

ხუან კუადრადო: “იუვე” ბოლომდე იბრძოლებს”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ხუან კუადრადომ „ბოლონიასთან“ (2:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ამ შეხვედრაში რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მეორე ტაიმში ვესტონ მაკკენის საგოლე გადაცემა გაუკეთა. „რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იყო, რადგან ლიდერის პოზიციას გვაახლოვებს და წინ კიდევ ბევრი თამაშია. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული როგორც ყოველთვის. ეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” მილანელების ქულების დაკარგვით ისარგებლა

იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „იუვენტუსმა“ „ბოლონიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. ანდრეა პირლოს გუნდმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა და „მილანთან“ ქულათა სხვაობა შეამცირა. პირველ ტაიმში ანგარიში არტურმა გახსნა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შორი მანძილიდან დაარტყა და გაუმართლა, რადგან ბურთი „ბოლონიას“ მცველს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა, შედეგად, კარში აღმოჩნდა. არტურისთვის ეს …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “ბოლონიასთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მე-19 ტურში „ბოლონიას“ უმასპინძლებს. ანდრეა პირლომ გუნდის განაცხადი გაასაჯაროვა, რომელშიც მატიას დე ლიხტიცაა. მოგეხსენებათ, ნიდერლანდელმა კორონავირუსი დაამარცხა. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, ბუფონი მცველები: კიელინი, დე ლიხტი, დანილო, კუადრადო, ბონუჩი, დემირალი, დი პარდო, დრაგუსინი, ფრაბოტა ნახევარმცველები: არტური, რემზი, მაკკენი, კიეზა, რაბიო, ბენტანკური, ბერნარდესკი, ფაჯიოლი, კულუშევსკი თავდამსხმელები: რონალდუ, მორატა …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლო: “გამარჯვება მომდევნო გამარჯვებაში გვეხმარება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ბოლონიასთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა გუნდში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ იტალიის სუპერთასის მოგებამ დიდი ენთუზიაზმი მოიტანა. „გამარჯვება გამარჯვებაში გეხმარება. სუპერთასის მოგებამ დიდი ენთუზიაზმი მოგვიტანა, ამიტომ, მცირედი დაღლილობის მიუხედავად, კარგად ვივარჯიშეთ შემდეგი მიზნისთვის, რასაც „ბოლონიასთან“ გამარჯვება ჰქვია. აქამდე სტაბილურები არ ვყოფილივართ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “ბოლონიასთან” მატჩისთვის ემზადება, ოთხმა ფეხბურთელმა ინდივიდუალურად ივარჯიშა

ტურინის „იუვენტუსმა“ რეჯიო ემილიაში იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ ვარჯიში განაახლა და „ბოლონიასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო. კონტინასას ბაზაზე როდრიგო ბენტანკურმა, ფედერიკო კიეზამ, მერიჰ დემირალმა და ჯანლუკა ფრაბოტამ ინდივიდუალურად ივარჯიშეს. პაულო დიბალა ფიზიოთერაპიას აგრძელებს. მათი თამაში „ბოლონიასთან“ საეჭვოა. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ სერია A-ს მე-19 ტურის მატჩს საკუთარ მოედანზე 24 იანვარს, 15:30 საათზე …

სრულად წაკითხვა »

“ინტერი” – “იუვე”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სეზონში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი თამაში ჩაატარა და „ინტერთან“ 0:2 წააგო. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – პირველ გოლში არაფერი შეეძლო, ალბათ არც მეორეში. დანარჩენ შემთხვევაში კარგად იცავდა კარს. დანილო 5.5 – ვიდალმა მას აშკარად დაასწრო, ვერ წაიკითხა თამაში. ბონუჩი 5 – ყოველთვის ან თითქმის ყოველთვის აგვიანებდა. …

სრულად წაკითხვა »

პარატიჩი: “ტრანსფერები? ჩვენი შემადგენლობა დაკომპლექტებულია”

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ინტერთან“ მატჩის დაწყებამდე იტალიური მედიასთან ანტონიო კონტეზე, მარიო მანჯუკიჩზე და შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა. „კონტე შესანიშნავი მწვრთნელია, მან „იუვენტუსის“ ისტორია დაწერა, როგორც მოთამაშემ და როგორც მწვრთნელმა. სამი სკუდეტოთვის მადლობას ვეუბნებით და ჩვენ ის გვიყვარს. ჩვენთან სამი ფანტასტიკური წელი გაატარა. ბედნიერი ვარ მარიო მანჯუკიჩის გამო, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “მე-10 სკუდეტო გვინდა, მაგრამ წლები გადის და ჰეგემონიები სრულდება”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ინტერთან“ (0:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახლა მომდევნო მატჩზე უნდა იფიქრონ, რადგან სეზონში პირველი ტიტულის მოპოვების შანსი აქვთ. „თამაშში არასდროს შევსულვართ, ვერ შევძელით მათთან ბრძოლა და არასდროს მოგვიგია ორთაბრძოლები. სამ დღეში ფინალი გვაქვს, თავიდან უნდა დავიწყოთ და ამ დარტყმამ არ უნდა წაგვაქციოს. …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “უარესად თამაში შეუძლებელია, ამას არ ველოდი”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „ინტერთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. 41 წლის სპეციალისტის განცხადებით, მისი გუნდი შეშინებული თამაშობდა და მისი შთაბეჭდილებით, მინდორზე საერთოდაც არ გასულა. „თავიდანვე არასწორი დამოკიდებულებით დავიწყეთ. როდესაც სიბრაძე არ გაქვს ორთაბრძოლების დროს, ყველაფერი რთულდება. ჩვენ მოედანზე არც გავსულვართ. შიშით ვთამაშობდით, გვეშინოდა მეტოქის შეტევების და მხოლოდ თავდაცვაზე …

სრულად წაკითხვა »

2016 წლის შემდეგ პირველი წაგება “იტალიურ დერბიში”

სერია A-ს მე-18 ტურში „იუვენტუსი“ „დიდ იტალიურ დერბიში“ „ინტერს“ ესტუმრა და პრინციპული თამაში 2016 წლის შემდეგ პირველად წააგო. წააგო დამსახურებულად, რადგან ძალიან ცუდად ითამაშა. „იუვემ“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე სამი თამაში წააგო და სამივე შემთხვევაში უბრძოლველად, ისე წააგო, რომ ვერაფერს მოეჭიდებოდა და ვერ იტყოდი, რომ გუნდმა იბრძოლა. ანგარიში არტურო ვიდალმა …

სრულად წაკითხვა »