მთავარი / სიახლეები / 2016 წლის შემდეგ პირველი წაგება “იტალიურ დერბიში”

2016 წლის შემდეგ პირველი წაგება “იტალიურ დერბიში”

სერია A-ს მე-18 ტურში „იუვენტუსი“ „დიდ იტალიურ დერბიში“ „ინტერს“ ესტუმრა და პრინციპული თამაში 2016 წლის შემდეგ პირველად წააგო.

წააგო დამსახურებულად, რადგან ძალიან ცუდად ითამაშა. „იუვემ“ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე სამი თამაში წააგო და სამივე შემთხვევაში უბრძოლველად, ისე წააგო, რომ ვერაფერს მოეჭიდებოდა და ვერ იტყოდი, რომ გუნდმა იბრძოლა.

ანგარიში არტურო ვიდალმა მე-12 წუთზე გახსნა და „ინტერი“ დაწინაურდა. მილანელებს პირველ ტაიმში კიდევ შეეძლოთ გოლების გატანა, მაგრამ მომენტები ვერ გამოიყენეს. სამაგიეროდ, გოლი მეორე ტაიმში გავიდა. ნიკოლო ბარელამ „იუვეს“ დაცვაში არსებული უფსკრულით ისარგებლა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

90 წუთში „იუვემ“ ერთადერთი მომენტი შექმნა, 85-ე წუთზე ფედერიკო კიეზას მეკარემ აჯობა.

„იუვენტუსს“ 33 ქულა აქვს და მეხუთე ადგილამდე დაქვეითდა, „ნაპოლიმ“ გაუსწრო, იმ „ნაპოლიმ“, რომელსაც 20 იანვარს, იტალიის სუპერთასზე დაუპირისპირდება.

„ინტერი“ – „იუვენტუსი“ 2:0 (1:0)

მილანი, „ჯუზეპე მეაცა“

„ინტერი“ (3-5-2): ჰანდანოვიჩი; შკრინიარი, დე ვრეი, ბასტონი; ჰაკიმი, ბარელა, ბროჟოვიჩი, ვიდალი (გალიარდინი 77), იანგი (დარმიანი 72); ლუკაკუ, ლაუტარო (სანჩესი 86)

მწვრთნელი: ანტონიო კონტე

„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი, ფრაბოტა (ბერნარდესკი 58); კიეზა, ბენტანკური, რაბიო (მაკკენი 58), რემზი (კულუშევსკი 58); მორატა, რონალდუ

მწვრთნელი: ანდრეა პირლო

გოლები: 1:0 ვიდალი (12), 2:0 ბარელა (52)

გაფრთხილება: იანგი (60), ბარელა (67) – ბონუჩი (36), მორატა (62)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) – 8 (4) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 0:3

მსაჯი: დანიელე დოვერი

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …