ტურინის „იუვენტუსმა“ რეჯიო ემილიაში იტალიის სუპერთასის მოგების შემდეგ ვარჯიში განაახლა და „ბოლონიასთან“ მატჩისთვის მზადება დაიწყო.
კონტინასას ბაზაზე როდრიგო ბენტანკურმა, ფედერიკო კიეზამ, მერიჰ დემირალმა და ჯანლუკა ფრაბოტამ ინდივიდუალურად ივარჯიშეს. პაულო დიბალა ფიზიოთერაპიას აგრძელებს.
მათი თამაში „ბოლონიასთან“ საეჭვოა. შეგახსენებთ, რომ „იუვე“ სერია A-ს მე-19 ტურის მატჩს საკუთარ მოედანზე 24 იანვარს, 15:30 საათზე გამართავს.