იტალიის სერია A-ს მე-19 ტურში „იუვენტუსმა“ „ბოლონიას“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა. ანდრეა პირლოს გუნდმა მეტოქეს თითო ტაიმში თითო გოლი გაიტანა და „მილანთან“ ქულათა სხვაობა შეამცირა.
პირველ ტაიმში ანგარიში არტურმა გახსნა. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა შორი მანძილიდან დაარტყა და გაუმართლა, რადგან ბურთი „ბოლონიას“ მცველს მოხვდა და მიმართულება შეიცვალა, შედეგად, კარში აღმოჩნდა. არტურისთვის ეს „იუვეს“ მაისურით სადებიუტო გოლი იყო.
ხოლო მეორე გოლი ვესტონ მაკკენის ანგარიშზეა, რომელმაც საბოლოო შედეგი დააფიქსირა. მან ხუან კუადრადოს კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით დალაშქრა მეტოქის კარი და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გოლების გატანა ეხერხება.
„იუვენტუსმა“ ამ გამარჯვებით 36 ულა დააგროვა და ლიდერ „მილანს“ პირველი წრის შემდეგ 7 ქულით ჩამორჩება, მაგრამ თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. „ბებერი ქალბატონი“ სერია A-ში მომდევნო მატჩს გენუის „სამპდორიასთან“ სტუმრად გამართავს, მაგრამ მანამდე იტალიის თასზე „სპალს“ დაუპირისპირდება.
„იუვენტუსი“ – „ბოლონია“ 2:0 (1:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
„იუვენტუსი“ (4-4-2): შჩესნი; დანილო, კიელინი, ბონუჩი (დელიხტი 78), კუადრადო; მაკკენი, ბენტანკური, არტური(რაბიო 78), ბერნარდესკი (მორატა 68); რონადლუ, კულუშევსკი (რემზი 79)
მწვრთნელი: ანდრეა პირლო
„ბოლონია“ (4-2-3-1): სკორპსკი; დიკსი (პალასიო76), ტომიასუ, დანილო, დე სილვესტრი 9სუმაორო 46); სვანბერგი (დომინგესი 64), შუტენი, ვინიატო (სანსონე 46), სორიანო, ორსოლინი (ორსოლინი 76); ბაროუ
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
გოლები: 1:0 არტური (15), 2:0 მაკკენი (71)
გაფრთხილება: ვინიატო (14), კულუშევსკი (21), კიელინი (47), არტური (52), დიქსი (62),
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები 22 (12) – 12 (3) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: ჯანლუკა საკი