ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ „ინტერთან“ (0:2) მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ახლა მომდევნო მატჩზე უნდა იფიქრონ, რადგან სეზონში პირველი ტიტულის მოპოვების შანსი აქვთ.
„თამაშში არასდროს შევსულვართ, ვერ შევძელით მათთან ბრძოლა და არასდროს მოგვიგია ორთაბრძოლები. სამ დღეში ფინალი გვაქვს, თავიდან უნდა დავიწყოთ და ამ დარტყმამ არ უნდა წაგვაქციოს. ჩვენ უამრავი დრო გვაქვს ჩვენის სიტყვის სათქმელად, უნდა გავითვალისწინოთ სირთულეები. ძალიან ბევრი ტექნიკური შეცდომა გქვონდა, ბევრი კონტრშეტევა მივიღეთ და მაშინაც ბევრჯერ შევცდით, როდესაც ბურთი არ გვქონდა. ცხადია, იმის თქმა ადვილია, რომ ჩვენ ვცდილობდით რეაგირებას, მაგრამ არ გამოგვივიდა. საბედნიეროდ, სამ დღეში თამაში გვაქვს და მოგვწონს თუ არა ეს, უნდა ვიფიქროთ მომდევნო მატჩზე, რადგან წელს პირველი თასისთვის ვითამაშებთ.
მეათე სკუდეტო გვსურს, მაგრამ წლები გადის და ციკლი სრულდება. ნახევარდაცვის პრობლემა? ნახევარდაცვაში ტექნიკური შეცდომები დავუშვით, მაგრამ არა მხოლოდ ნახევარმცველების გამო, არამედ ყველა ზონაში პრობლემები გვქონდა. მეტი უნდა გავაკეთოთ“, – თქვა კიელინიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ 33 ქულა აქვს, მეხუთე ადგილზეა და ლიდერებს 7 ქულით ჩამორჩება. ტურინულ გუნდს მომდევნო მატჩი 20 იანვარს, იტალიის სუპერთასზე „ბოლონიასთან“ ელოდება.