მთავარი / თეგის არქივი: მილანი (გვერდი 3)

თეგის არქივი: მილანი

მასიმილიანო ალეგრის პრესკონფერენცია “მილანთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „მილანთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. ალეგრიმ თქვა, რომ ეს თამაში „როსონერისთვის“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე „იუვესთვის“. „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი, თუ არა ყველაზე მნიშვნელოვანი. საჭიროა კარგად თამაში, რადგან მხოლოდ ერთი ქულა გვაქვს მოპოვებული. „მილანი“ წელიწადნახევარია კარგად თამაშობს, ავტორიტეტით და თავდაჯერებულად. ისინი თითქმის სამი წელია …

სრულად წაკითხვა »

მარკიზიო: “ამჟამად “მილანი” “იუვეზე” ძლიერია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ განაცხადა, რომ დღეისთვის „მილანი“ უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე „იუვე“. თუმცა, კლაუდიო „ბებერი ქალბატონისგან“ ელოდება, რომ თავის სიტყვას იტყვის. „ახლა „მილანი“ უფრო ძლიერია, ვიდრე „იუვენტუსი“. მალდინიმ, მასარამ და პიოლიმ დიდი სამუშაო გასწიეს გუნდის აღსადგენად, რომელსაც წლების განმავლობაში გარკვეული სირთულეები ჰქონდა და რომელიც იმსახურებს წარსულის დონეზე …

სრულად წაკითხვა »

გალიანი: “1990 წელს ბაჯო “მილანში” უნდა მოსულიყო, მაგრამ ანიელიმ ყველაფერი შეცვალა”

„მილანის“ ყოფილმა აღმასრულებელმა დირექტორმა ადრიანო გალიანიმ რობერტო ბაჯოს „ფიორენტინადან“ „იუვენტუსში“ გადასვლის პერიოდი გაიხსენა. როგორც მან თქვა, რობერტოს „მილანში“ იმატებდა, მაგრამ ჯანი ანიელისა და სილვიო ბერლუსკონის საუბარმა ყველაფერი შეცვალა. „ბაჯო მილანში 1990 წელს ანიელისა და ბერლუსკონის საუბრის შემდეგ არ მოვიდა. მაშინ მე მის აგენტ კალიენდოსთან შეთანხმებული ვიყავი, მაგრამ იმ დროს ანიელიმ …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ჩალჰანოღლუს დამატებასთან ახლოსაა

ტურინის „იუვენტუსმა“ შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში თურქეთის ნაკრებისა და „მილანის“ თურქი ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ დაიმატოს. იტალიური მედიის ცნობით, მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს. „იუვე“ ჩალჰანოღლუს ხელფასის სახით 5 მილიონ ევროს სთავაზობს, „მილანი“ კი ოთხზე მეტის გადახდას არ აპირებს და ნახევარმცველიც მზადაა ტურინში გადავიდეს. აღსანიშნავია, რომ ჩალჰანოღლუს „როსონერისთან“ კონტრაქტი ეწურება …

სრულად წაკითხვა »

ანდრეა პირლოს პრესკონფერენცია “მილანთან” მატჩამდე

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა ანდრეა პირლომ „მილანთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია და არჩევანის გაკეთების საშუალება აქვს. „პირველ რიგში ქალთა გუნდს რიტა გუარინოს ვულოცავ ჩემპიონობას, ყველანი ბედნიერები ვართ. ხვალინდელი მატჩი ტაქტიკური არ იქნება და გახსნილი თამაში გამოვა, ძალიან ლამაზი. საბედნიეროდ ჩემს განკარგულებაში მთელი …

სრულად წაკითხვა »

პიოლი: “ტურინში მოსაგებად მივდივართ”

იტალიური „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „იუვენტუსთან“ მატჩის პრესკონფერენცია გამართა და თქვა, რომ ისინი ტურინში მხოლოდ 3 ქულის მოსაპოვებლად მიდიან. „ვინც მოიგებს, დიდი შანსი ექნება ჩემპიონთა ლიგის გასვლის, მაგრამ ყველაფერი ხვალ საღამოს არ დასრულდება. კიდევ არის დარჩენილი ბევრი თამაში. ჩვენ გვაქვს უშუალო კონკურენტ „ატალანტასთან“ მატჩივ და ჩვენი ბედი ჩვენსავე ხელშია. …

სრულად წაკითხვა »

დონარუმას ტრანსფერი რეალურ სახეს იღებს

ტურინის „იუვენტუსი“ ჯანლუიჯი დონარუმას ტრანსფერზე შეტევას აძლიერებს. Tuttosport-ის ინფორმაციით, კლუბის წარმომადგენლები მინო რაიოლას შეხვდნენ და ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. „მილანი“ მეკარისთვის 8 მილიონ ევროზე მეტის შეთავაზებას არ აპირებს, რაც კონტრაქტის განახლებას ხელს უშლის, ხოლო „იუვენტუსი“ მზადაა მისი სახელფასო მოთხოვნა დააკმაყოფილოს. თუ ტრანსფერი შედგა, ჯიჯო „იუვეში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. თუმცა, არსებობს …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” დონარუმას აქტიურად უკავშირებენ

იტალიის ნაკრებისა და „მილანის“ მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, ნიჭიერი კარის დარაჯის აგენტი მინო რაიოლა ტურინში იმყოფებოდა და „ბებერი ქალბატონის“ წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის ერთ-ერთი თემა დონარუმას საკითხიც იყო. მას „მილანთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ თანხმდებიან. „როსონერი“ მეკარეს ხელფასის სახით მაქსიმუმ …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” და “მილანმა” შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ტურინის „იუვენტუსმა“ და „მილანმა“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. იტალიური მედიის ცნობით, მხარეები ფედერიკო ბერნარდესკისა და ალესიო რომანიოლის ბარტერზე სერიოზულად ფიქრობენ. ამ ბარტერს რამდენიმე ფაქტორი ხელს უწყობს: ორივე ფეხბურთელს ერთი აგენტი ჰყავს (მინო რაიოლა), ორივეს კლუბთან კონტრაქტი 2022 წელს ეწურებათ და არცერთს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს, შესაბამისად, მათთან ხელშეკრულების განახლება …

სრულად წაკითხვა »

ჩალჰანოღლუ შესაძლოა “იუვენტუსში” გადავიდეს

„მილანის“ ნახევარმცველი ჰაკან ჩალჰანოღლუ შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. Sky Sport-ის ინფორმაციით, თურქი ფეხბურთელი „როსონერისთან“ კონტრაქტის განახლებაზე შეთანხმებას ვერ ახერხებს. უფრო მეტიც, მოლაპარაკებები შეჩერდა და დიდი შანსია, მან „როსონერი“ ივნისში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს. გამოცემა წერს, რომ ამ შემთხვევაში ყველაზე მოსალოდნელი ვარიანტია, რომ ჰაკანი „იუვენტუსში“ გადავა და ფავორიტი იქნება მისთის ბრძოლაში. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »