მთავარი / თეგის არქივი: მილანი (გვერდი 2)

თეგის არქივი: მილანი

რუგანი: “ბედნიერი ვარ იმ პერიოდით, რომელიც ახლა მაქვს”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანიელე რუგანიმ „მილანთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, დაცვაში კარგად ითამაშეს, მაგრამ შეტევაში „იუვეს“ უფრო კარგად თამაში მართებს. „დაუმარცხებელი მივდივართ „სან სიროდან“ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომელიც მაღალი დონისაა. რა თქმა უნდა, მოგება უკეთესი იქნებოდა, მაგრამ შეტევაში რაღაც გვაკლდა. უნდა გადავხედოთ თამაშის დადებით მხარეებს, მოპოვებული …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “მნიშვნელოვანი სიგნალია ის, რომ გოლს ხშირად აღარ ვუშვებთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრომ „მილანთან“ მატჩის შემდეგ (0:0) კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, შედეგით კმაყოფილია და მისი გუნდი ბრძოლაში დარჩა. „კარგი მატჩი იყო. ძალიან ბევრი თამაში გვქონდა მოკლე პერიოდში, მათ შორის პირდაპირ კონკურენტებთან. ეს თამაში მნიშვნელოვანი იყო ბრძოლაში დასარჩენად, რადგან წაგების შემთხვევაში „მილანს“ 10 ქულით ჩამოვრჩებოდით. მეტოქის …

სრულად წაკითხვა »

ლოგიკური ნულები “სან სიროზე”

იტალიის სერია A-ს 23-ე ტურში „იუვენტუსი“ „მილანს“ ესტუმრა და ქულა მოიპოვა – 0:0. შეხვედრა ძალიან მოსაწყენი გამოდგა და სრულიად ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. „იუვეს“ კარში არ დაურტყამს, თუმცა, დიდად არც მასპინძლები გამოირჩეოდნენ და საბოლოოდ გუნდებმა ქულები გაიყვეს. აღსანიშნავია, რომ 1991-1992 წლების სეზონის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ამ გუნდების ორივე მატჩი სეზონში …

სრულად წაკითხვა »

კოსტაკურტა: “წარუმატებლობის მიზეზი მწვრთნელზე მეტად ფეხბურთელები არიან”

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ალესანდრო კოსტაკურტამ „იუვენტუსის“ კრიზისზე კომენტარი გააკეთა. როგორც ბილიმ აღნიშნა, წარუმატებლობის მიზეზი უფრო ფეხბურთელები არიან, ვიდრე მასიმილიანო ალეგრი. „დადგა დრო ფეხბურთელები დავადანაშაულოთ და არა მწვრთნელები. ვფიქრობ, წარუმატებლობაში ალეგრის პასუხისმგებლობა არის, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო ფეხბურთელების ბრალეულობას ვხედავ. სამი წლის წინ ალეგრი იდიოტი იყო, ორი წლის წინ სარიც იდიოტია, …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “ბონუჩის “მილანში” გადასვლა შეცდომა იყო და ამას თვითონაც მალე მიხვდა”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ ტელეკომპანია DAZN-თან ინტერვიუში ლეონარდო ბონუჩის „მილანში“ გადასვლაზე ისაუბრა. როგორც მან თქვა, ლეომ შეცდომა დაუშვა და ამას მალევე თავადაც მიხვდა. „როდესაც მითხრა, რომ „იუვეს“ ტოვებდა, ძალიან, ძალიან ცუდად გავხდი. მას ბევრი მესიჯი მივწერე, რადგან ვარ ადამიანი, რომელსაც უყვარს ურთიერთობების შენარჩუნება. მან ეს ამბავი დილით მითხრა, პრესეზონის …

სრულად წაკითხვა »

დანილო: “ჩვენი პრობლემა მენტალურია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა დანილომ „მილანთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ბრაზილიელი ფეხბურთელის აზრით, გუნდის მთავარი პრობლემა მენტალურია და მათ თამაში უნდა გააუმჯობესონ. „მწვრთნელს ვეთანხმები, უფრო მეტად გუნდი უნდა ვიყოთ, უფრო გაერთიანებული, ვიდრე ოდესმე. რთული მომენტია, არა თამაშის ხარისხის, არამედ შედეგების გამო. ჭკვიანები უნდა ვიყოთ და გავაცნობიეროთ რა იყო თამაშში და …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” – “მილანი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს მეოთხე ტურშიც ვერ მოიგო და „მილანთან“ მხოლოდ ქულას დასჯერდა (1:1). გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6.5 – კალულუს გამარჯვების გოლისგან „იუვე“ მისმა ხელმა იხსნა. დანილო 6 – ლეაო თამაშიდან გამოთიშა, ის ძალიან კარგ ფორმაშია. ბონუჩი 6.5 – თავიდან შეცდომებით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ძალიან თავდაჯერებული გახდა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ისევ მოგების გარეშეა და გასავარდნ ზონაში დაეშვა

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ში ისევ მოგების გარეშეა. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „მილანსაც“ ვერ მოუგო, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად არ უთამაშია. ტურინელები მეოთხე წუთზე დაწინაურდნენ. შესანიშნავი კონტრშტეევა ალექს სანდრომ დაიწყო, პაულო დიბალამ გააგრძელა და ალვარო მორატამ გოლით დაასრულა. მასპინძლებს პირველ ტაიმში ორჯერ კიდევ შეეძლოთ გატანა, მაგრამ მორატასა და დიბალას მაიკ მენიომ აჯობა. …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ძირითადი შემადგენლობა “მილანთან” ცნობილია

ტურინის “იუვენტუსი” სერია A-ს მეოთხე ტურში “მილანს” უმასპინძლებს და ცნობილია მასიმილიანო ალეგრის გუნდის ძირითადი შემადგენლობა, რომელიც ასეთია: შჩესნი; დანილო, ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; კუადრადო, ბენტანკური, ლოკატელი, რაბიო; დიბალა, მორატა შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.   📝🔢 LA FORMAZIONE!#JuveMilan #ForzaJuve pic.twitter.com/mjj5Gq1J9R — JuventusFC (@juventusfc) September 19, 2021

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” სავარაუდო შემადგენლობა “მილანთან”

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს მეოთხე ტურში „მილანს“ უმასპინძლებს. მასიმილიანო ალეგრის გუნდის სავარაუდო შემადგენლობას იტალიური მედია აქვეყნებს, თითქმის ყველა ერთი ვერსიისაა. აღსანიშნავია, რომ ლეონარდო ბონუჩი და ფედერიკო კიეზა სავარაუდოდ, სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებიან. შჩესნი; დანილო, დე ლიხტი, კიელინი, ალექს სანდრო; კუადრადო, ბენტანკური, ლოკატელი, რაბიო; დიბალა, მორატა შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით …

სრულად წაკითხვა »