მთავარი / სიახლეები / სერია A / მარკიზიო: “ამჟამად “მილანი” “იუვეზე” ძლიერია”

მარკიზიო: “ამჟამად “მილანი” “იუვეზე” ძლიერია”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ნახევარმცველმა კლაუდიო მარკიზიომ განაცხადა, რომ დღეისთვის „მილანი“ უფრო ძლიერი გუნდია, ვიდრე „იუვე“. თუმცა, კლაუდიო „ბებერი ქალბატონისგან“ ელოდება, რომ თავის სიტყვას იტყვის.

„ახლა „მილანი“ უფრო ძლიერია, ვიდრე „იუვენტუსი“. მალდინიმ, მასარამ და პიოლიმ დიდი სამუშაო გასწიეს გუნდის აღსადგენად, რომელსაც წლების განმავლობაში გარკვეული სირთულეები ჰქონდა და რომელიც იმსახურებს წარსულის დონეზე დაბრუნებას. „მილანი“ წლების შემდეგ დაბრუნდა იმ ტურნირზე, რომელიც მას ყველაზე მეტად შეეფერება. „ლივერპული“ რთული მეტოქეა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გუნდი შეძლებს დამაკმაყოფილებელი შედეგის მიღწევას.

„იუვენტუსი“ რეკონსტრუქციის ფაზაშია, მაგრამ უნდა დაამტკიცოს, რომ იმ გუნდის დონეზეა, რომელსაც სურს გამარჯვებული ციკლის დაწყება. როდესაც გრძელვადიანი პროექტის საფუძვლებს აშენებ, ნორმალურია სირთულეებთან შეხვედრა, ამას დრო და ნდობა სჭირდება, უბრალოდ საჭიროა მოთმინება. „იუვეს“ მსგავსი გუნდი ყოველთვის გამარჯვებისკენ უნდა ისწრაფვოდეს. მე ამ გუნდის მჯერა.

არის თუ არა ლოკატელი ახალი მარკიზიო? მანუელი დიდი ფეხბურთელია, მისი თვისებები უკვე გამოჩნდა „მილანში“ და „სასუოლოში“ ძალიან მომწიფდა. მას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ „იუვენტუსის“ ნახევარდაცვის დასაყრდენი გახდეს, უკვე გამოავლინა თავისი თავი ეროვნულ ნაკრებში. არ მიყვარს შედარებების გაკეთება, ის დაწერს თავის ამბავს და დარწმუნებული ვარ, ეს ლამაზი ამბავი იქნება. კლუბში გაზრდა, რომელიც კარგად მუშაობს ახალგაზრდული სექტორიდან მთავარ გუნდამდე ფუნდამენტურია. გამიმართლა, რომ „იუვენტუსში“ გავიზარდე და მოწიფულობას „ემპოლიში“ მივაღწიე“, – თქვა მარკიზიომ Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …