მთავარი / თეგის არქივი: ლიონი (გვერდი 3)

თეგის არქივი: ლიონი

რუდი გარსია: “ჩვენი მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა”

ფრანგული „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა რუდი გარსიამ „იუვენტუსთან“ მატჩზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი გუნდის მიზანი მეოთხედფინალში გასვლაა. „შეტევაში უკეთ თამაში მოგვიწევს გოლის გასატანად, მაგრამ კარგი საფუძველი გვაქვს, რომ ეს გავაკეთოთ. ეს იყო ჩვენი პირველი რეალური თამაში პაუზის შემდეგ და ფიზიკურად ბევრი ვიტანჯეთ, ამიტომ აღდგენა მნიშვნელოვანი იქნება. ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ჩვენი …

სრულად წაკითხვა »

ჩემპიონთა ლიგაზე “იუვეს” ბადე ცნობილია თუ “ლიონის” ბარიერს გადალახავს

ტურინის „იუვენტუსის“ ბადე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ცნობილია, რომელიც დღეს ნიონში ჩატარებული წილისყრით გაირკვა. იმ შემთხვევაში თუ მაურიციო სარის გუნდი „ლიონის“ ბარიერს გაივლის მეოთხედფინალში “მანჩესტერ სიტი” – “რეალის” წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. თუ “იუვე” “ლიონსაც” გაივლის და შემდეგ მეოთხედფინალურ ეტაპსაც, ნახევარფინალში “ბარსელონა” / “ნაპოლი” – “ბაიერნი” / “ჩელსის” წყვილში საუკეთესოს შეხვდება. გზა …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” “ლიონს” ტურინში დაუპირისპირდება

ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო მატჩი „ლიონთან“ „ალიანც სთედიუმზე“ გამართავს. უეფამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატჩები ნეიტრალურ სტადიონებზე არ გაიმართება და მასპინძლები მეტოქეებს საკუთარ მოედანზე მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ საფრანგეთში 0:1 აქვს წაგებული და საპასუხო მატჩი 7 აგვისტოს გაიმართება. მეოთხედფინალიდან ტურნირი ლისაბონში გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: ჩემპიონთა ლიგის ახალი კალენდარი გაირკვა

ჩემპიონთა ლიგა 7 აგვისტოს განახლდება. უეფამ ინფორმაცია ოფიციალურად დაადასტურა. დარჩენილი ოთხი მერვედფინალური შეხვედრა, რომელთაგან ერთ-ერთში “იუვენტუსი” “ლიონს” უნდა შეხვდეს 7 და 8 აგვისტოს გაიმართება. ჯერჯერობით ზუსტად ცნობილი არაა, “იუვე” შვიდ რიცხვში ითამაშებს თუ რვაში. არც ისაა ცნობილი თამაშს ტურინი უმასპინძლებს თუ ლისაბონი. ეს მოგვიანებით დადგინდება. სამაგიეროდ, უკვე ცნობილია, რომ 12-23 …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” – “ლიონის” ჩატარების თარიღი ცნობილია

ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსის“ და „ლიონის“ საპასუხო შეხვედრა დიდი ალბათობით 7 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. 7-8 აგვისტოს მერვედფინალები შედგება, 12-15 აგვისტოს მეოთხედფინალები, 18-19 აგვისტოს ნახევარფინალები, ხოლო 23 აგვისტოს ფინალი. ტურნირი მეოთხედფინალიდან ლისაბონში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ „ლიონთან“ სტუმრად 0:1 აქვს წაგებული.

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” – “ლიონი” შესაძლოა მაყურებლებით გაიმართოს

უეფა ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ ოთხ მერვედფინალურ მატჩებზე მაყურებელთა ნაწილობრივ დაშვებას აპირებს. თუმცა, საბოლოო სიტყვა მასპინძელი ქვეყნების მთავრობებზე იქნება. უეფაში აღმასკომის სხდომაზე განიხილავენ, რომ თამაშებზე სტადიონის ტევადობის 10% მაყურებლებისთვის გახსნან. ვინაიდან, „ალიანც სთედიუმი“ 40 000 მაყურებელს იტევს, „ლიონთან“ თამაშს შესაძლოა 4 ათასი გულშემატკივარი დაესწროს. ეს საკითხი ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის სტადიაშია და ყველაფერი …

სრულად წაკითხვა »

“ლიონს” “იუვენტუსთან” პირველ მატჩში გოლის ავტორი ვერ დაეხმარება

ფრანგული „ლიონი“ „იუვენტუსთან“ საპასუხო შეხვედრაში ლუკას ტუსარტი დააკლდება. ფეხბურთელი 1 ივლისიდან ბერლინის „ჰერტაში“ გადავა, ინფორმაცია გერმანულმა გუნდმა ოფიციალურად დაადასტურა. „იუვესთან“ საპასუხო მატჩის თარიღი ჯერ უცნობია, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ აგვისტომდე არ გაიმართება. ასე, რომ ტუსარტი იმ დროისთვის „ლიონის“ ფეხბურთელი აღარ იქნება. აღსანიშნავია, რომ ლუკას ტუსარტმა პირველი მატჩის ბედი გადაწყვიტა და სწორედ …

სრულად წაკითხვა »

“ლიონის” მწვრთნელი: “იმედია “იუვე” სკუდეტოს ვერ მოიგებს და ჩვენთვის ეს კარგი იქნება”

ფრანგული „ლიონის“ სამწვრთნელო შტაბის წევრი, იტალიელი პაოლო რონგონი იმედს გამოთქვამს, რომ „იუვენტუსი“ სკუდეტოსთვის ბრძოლას „ლაციოსთან“ წააგებს, რაც გუნდში სიტუაციას გააფუჭებს და ეს „ლიონისთვის“ კარგი იქნება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის წინ. „გითხრათ ჩემი ფარული ოცნება? გეტყვით, იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება. „ლაციო“ სკუდეტოს მოიგებს და შემდეგ „იუვენტუსს“ ჩვენ შევხვდებით, სადაც დიდი …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” გეგმა – აუარი იჯარით და გამოსყიდვის უფლებით

ტურინის „იუვენტუსი“ ფრანგული „ლიონის“ ნახევარმცველ ჰუსემ აუარის შეძენას გეგმავს. ჟან-მიშელ ოლა ფეხბურთელს 70 მილიონ ევროდ აფასებდა, მაგრამ კორონავირუსის გამო მისი ფასი 50 მილიონამდე შემცირდა და შესაძლოა კიდევ უფრო შემცირდეს. „იუვენტუსის“ გეგმა კი აუარის იჯარით გადაბირებაა გამოსყიდვის უფლებით. ტრანსფერის ალბათობოას კლუბებს შორის ძალიან კარგი ურთიერთობა ზრდის. მოსალოდნელია, რომ უახლოეს დღეებში ჟან-მიშელ …

სრულად წაკითხვა »

“ლიონის” პრეზიდენტს “იუვესთან” უთამაშებელი თამაში ადარდებს

ფრანგული „ლიონის“ პრეზიდენტი წუხს იმაზე, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოუმზადებელი თამაში მოუწევს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მისი მეტოქე „იუვენტუსი“ ფორმაში იქნება. „ჩვენ ორივე ფეხით და მოწყვეტილი თავით უნდა ვითამაშოთ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რომელიც ამავდროულად ჩვენგან განსხვავებით ფორმაში იქნება, რადგან იტალიაში ივნისში განაახლებენ შეჯიბრებებს“, – თქვა ოლამ. შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ „ლიონთან“ …

სრულად წაკითხვა »