უეფა ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ ოთხ მერვედფინალურ მატჩებზე მაყურებელთა ნაწილობრივ დაშვებას აპირებს. თუმცა, საბოლოო სიტყვა მასპინძელი ქვეყნების მთავრობებზე იქნება.
უეფაში აღმასკომის სხდომაზე განიხილავენ, რომ თამაშებზე სტადიონის ტევადობის 10% მაყურებლებისთვის გახსნან.
ვინაიდან, „ალიანც სთედიუმი“ 40 000 მაყურებელს იტევს, „ლიონთან“ თამაშს შესაძლოა 4 ათასი გულშემატკივარი დაესწროს.
ეს საკითხი ჯერჯერობით მხოლოდ განხილვის სტადიაშია და ყველაფერი ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული.