ფრანგული „ლიონის“ პრეზიდენტი წუხს იმაზე, რომ მის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე მოუმზადებელი თამაში მოუწევს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მისი მეტოქე „იუვენტუსი“ ფორმაში იქნება.
„ჩვენ ორივე ფეხით და მოწყვეტილი თავით უნდა ვითამაშოთ „იუვენტუსის“ წინააღმდეგ, რომელიც ამავდროულად ჩვენგან განსხვავებით ფორმაში იქნება, რადგან იტალიაში ივნისში განაახლებენ შეჯიბრებებს“, – თქვა ოლამ.
შეგახსენებთ, რომ „იუვეს“ „ლიონთან“ 0:1 აქვს წაგებული და საპასუხო მატჩის ჩატარების თარიღი უცნობია.