მთავარი / თეგის არქივი: ლეანდრო პარედესი (გვერდი 3)

თეგის არქივი: ლეანდრო პარედესი

სიტუაცია დეპაის, პარედესისა და რაბიოს ტრანსფერებზე

ტურინის „იუვენტუსმა“ ფილიპ კოსტიჩი ოფიციალურად დაიმატა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე სიახლეები კიდევ მოსალოდნელია, როგორც ახალწვეულების, ისე წამსვლელების კუთხით. რომეო აგრესტი სწორედ ამის შესახებ იტყობინება: ადრიენ რაბიოსა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შემდგარა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელთა წარმომადგენელი ტურინში იმყოფებოდა. თუმცა, მხარეები შეთანხმების მიღწევას ცდილობენ და მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” პარედესთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია

ტურინის „იუვენტუსმა“ „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველ ლეანდრო პარედესთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაცია ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. წყაროს თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნებაზე თანახმაა და პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია. ახლა დარჩენილია პსჟ-სთან შეთანხმება, რომელიც მხოლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს. ლეანდრო პარედესს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან სამხრეთამერიკელი ნახევარმცველი პსჟ-მდე, „რომასა“ და …

სრულად წაკითხვა »

როგორ შეიცვლება პოგბას ტრავმით “იუვეს” სატრანსფერო გეგმები

პოლ პოგბას ტრავმა სატრანსფერო ბაზარზე „იუვენტუსის“ გეგმებს ცვლის. ტურინელებს აქამდეც აინტერესებდათ და ახლა უფრო გაძლიერდება ინტერესი ლეანდრო პარედესის მიმართ. პსჟ-ს ნახევარმცველი კრისტოფ გალტიეს გეგმებში არ არის და ის კარგად იცნობს იტალიასაც, სადაც „ემპოლისა“ და „რომას“ რიგებში თამაშობდა. თუმცა, პარედესის ტრანსფერი დიდწილად დამოკიდებულია არტურის მომავალზე და იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ ბრაზილიელის …

სრულად წაკითხვა »

წამსვლელები და მომსვლელები – “იუვე” დი მარია, პოგბა, ბრემერზე გაჩერებას არ აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ პოლ პოგბას, ანხელ დი მარიასა და გლეისონ ბრემერის ტრანსფერებზე გაჩერებას აპირებს. იტალიური მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას მასიმილიანო ალეგრისთვის მინიმუმ კიდევ ორი მაღალი კლასის ფეხბურთელების მიყვანა სურთ. საუბარი ყველაზე აქტიურად ალვარო მორატასა და ლეანდრო პარედესზეა. მორატას ტურინში კიდევ ერთხელ დაბრუნება იჯარით განიხილება, ხოლო არგენტინელ ნახევარმცველს „პარი სენ ჟერმენი“ 20 …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” პსჟ-ს ნახევარმცველით ინტერესდება

ტურინის „იუვენტუსი“ ნახევარდაცვის გაძლიერებას ეშურება და ერთ-ერთი სამიზნე პსჟ-ს ფეხბურთელი ლეანდრო პარედესია. ამის შესახებ Sky Sport-ი იტყობინება. არგენტინელს იტალიაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, სადაც „კიევოს“, „ემპოლისა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა. პარიზელებმა ის „ზენიტიდან“ 50 მილიონ ევროდ იყიდეს, თუმცა არგენტინელმა ფრანგულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და არაა გამორიცხული ადვილად შეეილიოს. ტრანსფერის …

სრულად წაკითხვა »

პარედესი: “იუვენტუსში” გადასვლაზე უარი ვთქვი”

არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა განაცხადა, რომ 2011 წელს „იუვენტუსის“ იწვევდა, მაგრამ ტურინში გადასვლაზე უარი თქვა. „2011 წლის ზაფხულში „იუვენტუსში“ გადასვლა შემეძლო. ტურინელებს ჩემი შეძენა სურდათ და მითხრეს, რომ ანდრეა პილოს დუბლიორი ვიქნებოდი. თუმცა, ჩემი აგენტი ამტკიცებდა, რომ მე არ შემეძლო პირლოს პოზიციაზე თამაში და კონტე …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” პარედესის დამატება უნდა, პსჟ-მ ორი ფეხბურთელი მოითხოვა

„იუვენტუსი“ და პსჟ ზამთარში ფეხბურთელების გაცვლას ეშურებიან. Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, რომ „იუვეს“ ფრანგული გუნდიდან ლეანდრო პარედესის დამატება უნდა ემრე ჯანში გაცვლას სთავაზობს. თუმცა, ფრანგები მიიჩნევენ, რომ არგენტინელი 10-15 მილიონი ევროთი მეტად ფასობს, ამიტომაც, მატია დე შილიოც მოითხოვეს, რაზეც ტურინული მხარე არაა თანახმა. საინტერესოა, რომ იტალიური მედია იმასაც წერს, რომ …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი იანვარში პსჟ-ს ფეხბურთელი გახდება

არცერთი წუთი „უდინეზესთან“ და „სამპდორიასთან“. იქამდე იყო საშინელი თამაში „სასუოლოსთან“ და „ლაციოსთან“. ემრე ჯანის ტურინული ოდისეა დასასრულს უახლოვდება. გერმანელი იანვარში გუნდის დატოვების მთავარი კანდიდატია და Calciomercato-ს ცნობით, აგენტმა პსჟ-სთან მოლაპარაკებები დაიწყო. საუბარი საიჯარო ხელშეკრულებაზე. შესაძლოა გარიგებაში არგენტინელი ლეანდრო პარედესიც ჩართონ და სამხრეთ ამერიკელი „იუვენტუსში“ ვიხილოთ. ყველაფერი უახლოეს ხანში გაცხადდება. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” პარედესი-ემრე ჯანის ბარტერი სურს

ტურინის „იუვენტუსს“ პსჟ-ს ნახევარმცველის, ლეანდრო პარედესის შეძენა უნდა. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ბებერი სინიორა“ მზადაა იანვარში არგენტინელი ფეხბურთელის სანაცვლოდ პარიზელებს ემრე ჯანი დაუთმოს. გერმანელი მაურიციო სარის გეგმებში რომ არ ჯდება, ძველი ამბავია და კლუბის დატოვების კანდიდატია. თავის მხრივ, პსჟ-ს სასტარტოში ვერ პარედესი ხვდება და გარიგება ორივე მხარისთვის მისაღებია. „იუვენტუსი“ სამხრეთ ამერიკელს მირალემ …

სრულად წაკითხვა »