მთავარი / სიახლეები / “იუვემ” პარედესთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია

“იუვემ” პარედესთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია

ტურინის „იუვენტუსმა“ „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველ ლეანდრო პარედესთან პირად კონტრაქტზე შეთანხმებას მიაღწია. ინფორმაცია ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა.

წყაროს თანახმად, არგენტინელი ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნებაზე თანახმაა და პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია. ახლა დარჩენილია პსჟ-სთან შეთანხმება, რომელიც მხოლოდ 15 მილიონ ევროს ითხოვს.

ლეანდრო პარედესს იტალიაში თამაშის გამოცდილება აქვს, რადგან სამხრეთამერიკელი ნახევარმცველი პსჟ-მდე, „რომასა“ და „ემპოლიში“ თამაშობდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …