ტურინის „იუვენტუსი“ ნახევარდაცვის გაძლიერებას ეშურება და ერთ-ერთი სამიზნე პსჟ-ს ფეხბურთელი ლეანდრო პარედესია. ამის შესახებ Sky Sport-ი იტყობინება.
არგენტინელს იტალიაში თამაშის გამოცდილება უკვე აქვს, სადაც „კიევოს“, „ემპოლისა“ და „რომას“ ღირსებას იცავდა.
პარიზელებმა ის „ზენიტიდან“ 50 მილიონ ევროდ იყიდეს, თუმცა არგენტინელმა ფრანგულ გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და არაა გამორიცხული ადვილად შეეილიოს. ტრანსფერის ფინანსური დეტალები ამ ეტაპზე არ ხმაურდება.