მთავარი / სიახლეები / სიტუაცია დეპაის, პარედესისა და რაბიოს ტრანსფერებზე

სიტუაცია დეპაის, პარედესისა და რაბიოს ტრანსფერებზე

ტურინის „იუვენტუსმა“ ფილიპ კოსტიჩი ოფიციალურად დაიმატა, თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლომდე სიახლეები კიდევ მოსალოდნელია, როგორც ახალწვეულების, ისე წამსვლელების კუთხით.

რომეო აგრესტი სწორედ ამის შესახებ იტყობინება: ადრიენ რაბიოსა და „მანჩესტერ იუნაიტედს“ შორის შეთანხმება ჯერ კიდევ არ შემდგარა, მიუხედავად იმისა, რომ ინგლისელთა წარმომადგენელი ტურინში იმყოფებოდა. თუმცა, მხარეები შეთანხმების მიღწევას ცდილობენ და მოლაპარაკებებს გააგრძელებენ. როგორც ცნობილია, „იუვე“ და „მანჩესტერი“ 18 მილიონზე უკვე შეთანხმდნენ, მაგრამ ფეხბურთელი საკმაოდ მაღალ ხელფასს ითხოვს ინგლისში გადასვლის სანაცვლოდ.

„იუვენტუსი“ სულ უფრო ახლოსაა მემფის დეპაისთან. ფეხბურთელთან ეკონომიკური შეთანხმება მიღწეულია, ახლა ნიდერლანდელი ცდილობს, რომ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი გაწყვიტოს, რათა ტურინელებმა ის უფასოდ გადაიბირონ.

ლეანდრო პარედესთანაც „ბებერ ქალბატონს“ შეთანხმება მიღწეული აქვს პირად კონტრაქტზე. ახლა საჭიროა, რომ გუნდში მისი სივრცე გამოჩნდეს და რომელიმე ნახევარმცველმა კლუბი დატოვოს. თუ რაბიო „იუვედან“ წავა, არგენტინელის ტრანსფერს წინ თითქმის არაფერი დაუდგება, რადგან დღის განმავლობაში პარედესის ტრანსფერზეც პოზიტიური კონტაქტები შედგა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …