არგენტინის ნაკრებისა და „პარი სენ ჟერმენის“ ნახევარმცველმა ლეანდრო პარედესმა განაცხადა, რომ 2011 წელს „იუვენტუსის“ იწვევდა, მაგრამ ტურინში გადასვლაზე უარი თქვა.
„2011 წლის ზაფხულში „იუვენტუსში“ გადასვლა შემეძლო. ტურინელებს ჩემი შეძენა სურდათ და მითხრეს, რომ ანდრეა პილოს დუბლიორი ვიქნებოდი. თუმცა, ჩემი აგენტი ამტკიცებდა, რომ მე არ შემეძლო პირლოს პოზიციაზე თამაში და კონტე გამთამაშებლით არ თამაშობდა, ამიტომ „ბოკა ხუნიორსში“ დავრჩი. ორი წლის შემდეგ რეჯისტას პოზიციაზე თამაში სტაბილურად დავიწყე“, – თქვა პარედესმა.
შეგახსენებთ, რომ პარედესმა მოგვიანებით იტალიაში „ემპოლისა“ და „რომას“ მაისურით ითამაშა.