მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 99)

თეგის არქივი: იუვენტუსი

“იუვენტუსი” “უდინეზესთან” მოლინას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტურინის „იუვენტუსი“ „უდინეზესა“ და არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველით, ნაუელ მოლინათი ინტერესდება. იტალიური მედიის ცნობით, 24 წლის სამხრეთ ამერიკელზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია. ჯერ კონკრეტული არაფერია, მაგრამ გუნდების მზაობა, ტრანსფერზე იმუშაონ არსებობს. მოლინა „უდინეზემ“ 2020 წელს „როსარიო სენტრალიდან“ უფასოდ დაიმატა, ახლა კი 25-30 მილიონ ევროდ აფასებს. ის იტალიურ კლუბში შესანიშნავად თამაშობს …

სრულად წაკითხვა »

რობერტო ბაჯო: “ზედიზედ 9 წელი ჩემპიონობა შემთხვევითობა არ არის”

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა რობერტო ბაჯომ განაცხადა, რომ ზედიზედ 9 წელი ჩემპიონობა შემთხვევით არ ხდება და ახლა „იუვენტუსს“ ჩავარდნა რომ აქვს, ამაში საგანგაშო არაფერია. „წელს სკუდეტოსთვის ბრძოლა ბოლომდე საინტერესო იყო „მილანისა“ და „ინტერის“ დამსახურებით. ორივე იმსახურებდა ჩემპიონობას. „ნაპოლის“ ჩემპიონობაც დამსახურებული იქნებოდა, რომელმაც რამდენიმე თვით ოსიმენი დაკარგა, ამ პრობლემის გარეშე, არ ვიცი, …

სრულად წაკითხვა »

მორატა: “მომავალი? ეს საკითხი ჩემზე არაა დამოკიდებული”

ალვარო მორატამ ესპანეთისა და პორტუგალიის მატჩში გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის ესპანეთის ნაკრებში 26-ე იყო და „ფურია როხას“ ყველა დროის ბომბარდირებში მეშვიდე ადგილზე აღზევდა. მორატამ თავის მომავალზე გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს მასზე არ არის დამოკიდებული. „მომავალი? ეს ჩემზე არაა დამოკიდებული, არაფრის გაკეთება შემიძლია. კონცენტრირებული უნდა ვიყო და გავაგრძელო ნაკრებში …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო “იუვენტუსთან” კონტრაქტს გაახანგრძლივებს

მატია დე შილიო „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. მხარეები შეთანხმდნენ და მომდევნო დღეებში ცნობა ოფიციალურად დადასტურდება. მატია „იუვეში“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. მისი ძველი კონტრაქტი კი მიმდინარე წლის 30 ივნისს იწურებოდა. შეგახსენებთ, რომ მატია დე შილიო „იუვენტუსის“ რიგებში 2017 წლიდან თამაშობს და 91 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი.

სრულად წაკითხვა »

პოგბა “იუვესთან” ერთ ნაბიჯშია

ტურინის „იუვენტუსში“ პოლ პოგბას დაბრუნება ისევ აქტუალურია და ფრანგი ფეხბურთელის ტრანსფერი ერთ ნაბიჯშია. იტალიური მედიისა და რომეო აგრესტის ცნობით, პოგბა „იუვესთან“ ძალიან ახლოსაა და მხარეები პრაქტიკულად შეთანხმდნენ. პოლი 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ხელფასი 7.5 მილიონი ევრო იქნება. სავარაუდოდ, ტრანსფერი უახლოეს მომავალში ოფიციალურად უნდა დადასტურდეს, რადგან პოგბამ „მანჩესტერი“ უკვე დატოვა და …

სრულად წაკითხვა »

დი მარია: “ჯერჯერობით ევროპაში დარჩენა მინდა”

ანხელ დი მარიას აქტიურად უკავშირებენ ტურინის „იუვენტუსს“ და არგენტინელმა ფეხბურთელმა დაადასტურა, რომ ევროპაში დარჩენა სურს, რამაც შესაძლოა ტრანსფერის ალბათობა გაზარდოს. „ჩემი ფიქრებით, ახლა ევროპაში დარჩენა მინდა, რადგან წინ მსოფლიოს ჩემპიონატია და უნდა დავრჩე მაღალ კონკურენციაში, რის გამოც ევროპაში დარჩენა მირჩევნია. მერე კი ვოცნებობ, რომ კარიერა „როსარიო სენტრალში“ დავასრულო. მსოფლიოს ჩემპიონატის …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსს” ფილიპ კოსტიჩი დაუკავშირეს

ტურინის „იუვენტუსს“ გერმანულმა მედიამ ფრანკფურტის „აინტრახტის“ ნახევარმცველი ფილიპ კოსტიჩი დაუკავშირა. Sky-ს ცნობით, 29 წლის სერბი ფეხბურთელი „იუვესთან“ ერთ ნაბიჯშია. კოსტიჩს „აინტრახტთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, რომელსაც ან გაახანგრძლივებს, ან კლუბს ამ ზაფხულს დატოვებს. ამიტომ, გარიგება შეიძლება 15 მილიონ ევროდ დაიხუროს და სერბი „იუვეში“ გადავიდეს. კოსტიჩი მარცხენა გარემარბია, თუმცა, მარჯვენა ფლანგზეც …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი მომდევნო სეზონზე, გამარჯვების მნიშვნელობაზე, “იუვეს” ახალ ლიდერებსა და სხვა…

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ტელეკომპანია DAZN-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი ანდრეა ბარძალი იყო, ალეგრის ყოფილი შეგირდი და „იუვეს“ ფეხბურთელი. ალეგრიმ სხვადასხვა თემებზე ისაუბრა, მათ შორის, თქვა, რომ „იუვენტუსის“ ახალ ლიდერებად მატაის დე ლიხტი და მანუელ ლოკატელი მიაჩნია, რადგან ფიქრობს, მათ ლიდერის თვისებები აქვთ. „მილანმა“, „ინტერმა“ და …

სრულად წაკითხვა »

მაროტა: “იმედი მაქვს, მომდევნო სეზონში დიბალა “ინტერში” ითამაშებს”

მილანის „ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ იმედი გამოთქვა, რომ მომდევნო სეზონში პაულო დიბალა „ინტერის“ ღირსებას დაიცავს. „არ ვიცი, სად ითამაშებს დიბალა მომდევნო სეზონში, მაგრამ ნამდვილად მაქვს იმედი, რომ ჩვენთან ითამაშებს“, – თქვა მაროტამ. შეგახსენებთ, რომ პაულო დიბალამ „იუვენტუსი“ დატოვა და ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლა შეუძლია.

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “არაფერს ვნანობ, ჩემი კარიერა წარმოუდგენელი იყო”

ჯორჯო კიელინიმ იტალიის ნაკრებში პრესკონფერენცია გამართა. ვეტერანმა მცველმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა და თქვა, რომ კარიერიდან გამომდინარე არაფერს ნანობს. მისი თქმით, ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთი კარიერა ექნებოდა. „ჩემს მომავალს მოგვიანებით შევაფასებ, ამისთვის მთელი ივნისი მაქვს, მანამდე მინდა ამ დღეებით ვისიამოვნო. ლონდონის შემდეგ ჩემს შვილებთან ერთად დისნეილენდში წავალ. რას ფიქრობს ჩემი ოჯახი …

სრულად წაკითხვა »