მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” “უდინეზესთან” მოლინას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

“იუვენტუსი” “უდინეზესთან” მოლინას ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

ტურინის „იუვენტუსი“ „უდინეზესა“ და არგენტინის ნაკრების მარჯვენა მცველით, ნაუელ მოლინათი ინტერესდება.

იტალიური მედიის ცნობით, 24 წლის სამხრეთ ამერიკელზე კლუბებს შორის მოლაპარაკებები დაწყებულია. ჯერ კონკრეტული არაფერია, მაგრამ გუნდების მზაობა, ტრანსფერზე იმუშაონ არსებობს.

მოლინა „უდინეზემ“ 2020 წელს „როსარიო სენტრალიდან“ უფასოდ დაიმატა, ახლა კი 25-30 მილიონ ევროდ აფასებს. ის იტალიურ კლუბში შესანიშნავად თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ მცველია, გასულ სეზონში 37 მატჩში 8 გოლი გაიტანა. არგენტინის ნაკრებში მას 16 შეხვედრა აქვს ჩატარებული და ბოლო დროის ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …