მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 98)

თეგის არქივი: იუვენტუსი

კიეზა შვებულებაში არ წავიდა და ტურინში ინდივიდუალურად ვარჯიშობს

ფედერიკო კიეზამ შვებულება გადადო და იმის მაგივრად, რომ დაესვენა, ტურინშია, სადაც კონტინასას ბაზაზე ინდივიდუალურად ემზადება. ფედერიკოს სურს, რომ რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს და მოედანზე დაბრუნება შეძლოს, ამიტომაც, ვარჯიშს შვებულების დროსაც აგრძელებს. შეგახსენებთ, რომ ფედერიკო კიეზა იანვარში დაშავდა. ჯერჯერობით, მოედანზე მისი დაბრუნების ზუსტი თარიღი უცნობია, სავარაუდოდ, ის თამაშს შემოდგომაზე მოახერხებს.

სრულად წაკითხვა »

“მანჩესტერი” დე ლიხტით დაინტერესდა

ინგლისურ „მანჩესტერ იუნაიტედს“ „იუვენტუსის“ მცველის, მატაის დე ლიხტის შეძენა სურს. ამის შესახებ ბრიტანული მედია წერს. ერიკ ტენ ჰაგი დე ლიხტს ძალიან კარგად იცნობს, რადგან მასთან „აიაქსში“ მუშაობდა და ცდილობს, რომ ფეხბურთელი ინგლისში გადაიბიროს. აღსანიშნავია, რომ დე ლიხტმა ნიდერლანდურ მედიას უთხრა, რომ არ იცის, განაახლებს თუ არა კონტრაქტს „იუვენტუსთან“, რომელიც 2024 …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “უკვდავი არ ვარ, კარიერას დავასრულებ”

„პარმას“ მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ უკვდავი არ არის და კარიერის დასრულება მოუწევს. როგორც მან აღნიშნა, არ ელოდა, რომ ამ ასაკში ასეთ დონეზე ითამაშებდა. „არ მეგონა, რომ ასეთ ასაკში ამ დონეს შევინარჩუნებდი, მაგრამ გავაცნობიერე, რომ მიზნები საჭიროა. მე არ ვარ უკვდავი და ვიცი, რომ კარიერას დავასრულებ, მაგრამ კარიერის დასრულება 4 …

სრულად წაკითხვა »

დე ლიხტი კონტრაქტის განახლება: “ორი მეოთხე ადგილი საკმარისი არაა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა მატაის დე ლიხტმა ნიდერლანდურ მედიას ინტერვიუ მისცა. მან თქვა, რომ ჯერ არ აქვს „იუვეესთან“ კონტრაქტის განახლება გადაწყვეტილი, რამაც ტურინული გრანდის ფანები შეაშინა, რომ ის კლუბის დატოვებაზე ფიქრობს. „მიმდინარეობს მოლაპარაკებები და როცა დრო მოვა, გადავწყვეტ, გავახანგრძლივო კონტრაქტი თუ სხვაგან გავიხედო. მე ყოველთვის ვუყურებ იმას, რაც ჩემთვის საუკეთესო იქნება …

სრულად წაკითხვა »

ძამბროტა: “იუვემ” კიელინი ძლიერი მცველით უნდა შეცვალოს”

ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ჯანლუკა ძამბროტამ პოლ პოგბას შესაძლო ტრანსფერსა და ჯორჯო კიელინის წასვლაზე ისაუბრა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფიქრობს, რომ პოგბა „იუვეს“ გააძლიერებს, მაგრამ ასევე მიიჩნევს, რომ ტურინელებმა კიელინი სათანადოდ უნდა შეცვალონ. „პოგბა „იუვეში“? როგორც ყველა ფეხბურთელის შემთხვევაში, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გრძნობს ის თავს ფიზიკურად მენტალურად. მას …

სრულად წაკითხვა »

“უდინეზეს” დირექტორი: “იმედია, მოლინას “იუვე” შეიძენს, უდოგი ჯერ ჩვენთან რჩება”

„უდინეზეს“ მარჯვენა და მარცხენა მცველების, ნაუელ მოლინასა და დესტინი უდოგის მიმართ ინტერესს „იუვენტუსი“ იჩენს. ფრიულელთა სპორტულმა დირექტორმა პიერპაოლო მარინომ არ უარყო ეს ცნობა. მან თქვა, რომ უდოგი სავარაუდოდ მომდევნო სეზონსაც „უდინეზეში“ გაატარებს, ხოლო მოლინა ალბათ ვერ შეინარჩუნებენ და იმედი გამოთქვა, რომ არგენტინელ მცველს „იუვე“ შეიძენს. „უდოგის ამ ზაფხულს წასვლა ძნელად …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავსულიყავით, “იუვედანაც” არ წავიდოდი”

ტურინის „იუვენტუსისა“ და იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ იტალიური მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც მთლიანად მის სანაკრებო კარიერას დაეთმო. როგორც მან აღნიშნა, იტალია მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გასულიყო, „იუვენტუსიდან“ არ წავიდოდა. „დიახ, მსოფლიოს ჩემპიონატზე რომ გავსულიყავით, „იუვენტუსშიც“ დავრჩებოდი და იტალიის ნაკრებშიც. მინდოდა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჩემი ისტორია შემეცვალა, რომელიც არასოდეს ყოფილა …

სრულად წაკითხვა »

მირეტი: “როგორც “იუვეს” ფანისთვის, აქ თამაში წარმოუდგენელი ემოცია იყო”

ტურინის „იუვენტუსის“ ნიჭიერმა ფეხბურთელმა ფაბიო მირეტიმ იტალიურ მედიას ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის, როგორც „იუვეს“ ქომაგისთვის, მთავარ გუნდში დებიუტი წარმოუდგენელი ემოცია იყო. „21-წლამდე ნაკრებში გამოძახება? მხოლოდ უზომოდ გახარებული ვარ, მწვრთნელი სწავლობს ჩემი თამაშის სტილს და ვარჯიშებზე ძალიან კარგი საწყისი შთაბეჭდილება დამრჩა, ვნახოთ, ვარჯიშებზე რას ვაჩვენებ. …

სრულად წაკითხვა »

შჩესნი: “პოგბას “იუვეში” სიამოვნებით ვიხილავდი, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ვოიცეხ შჩესნიმ ბრიტანულ გამოცემა The Sun-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც აღნიშნა, რომ პოლ პოგბას დაბრუნება ძალიან გაუხარდება. პოლონელის განცხადებით, როდესაც პოგბა ფორმაშია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და ფრანგის დაბრუნებას მხოლოდ მიესალმება. „პოგბას „იუვეში“ დიდი სიამოვნებით ვიხილავდი. „იუვეში“, როდესაც იყო, ძალიან კარგად თამაშობდა, ამიტომაც, გუნდისთვის შესანიშნავი შენაძენი იქნება. ის მაღალი …

სრულად წაკითხვა »

ფაჯოლი: “მომავალზე არ ვფიქრობ, ჩემი მიზანი 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ნიკოლო ფაჯოლიმ La Repubblica-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახლა მომავალზე არ ფიქრობს და „კრემონეზეში“ სიამოვნებით დარჩებოდა. ასევე აღნიშნა, რომ 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სურს. „კრემონეზეს“ გამოცდილება გაზრდის საშუალება მომცა, რადგან აქამდე სერია A-ში თავის დამკვიდრების შანსი არ მიმიღია, ახლა კი ვეცდები, მომდევნო …

სრულად წაკითხვა »