მთავარი / სიახლეები / ფაჯოლი: “მომავალზე არ ვფიქრობ, ჩემი მიზანი 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა”

ფაჯოლი: “მომავალზე არ ვფიქრობ, ჩემი მიზანი 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ნიკოლო ფაჯოლიმ La Repubblica-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ახლა მომავალზე არ ფიქრობს და „კრემონეზეში“ სიამოვნებით დარჩებოდა. ასევე აღნიშნა, რომ 2026 წელს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება სურს.

„კრემონეზეს“ გამოცდილება გაზრდის საშუალება მომცა, რადგან აქამდე სერია A-ში თავის დამკვიდრების შანსი არ მიმიღია, ახლა კი ვეცდები, მომდევნო სეზონში დავამტკიცო, რომ იქ თამაში შემიძლია.

რეჯისტას პოზიციაზე თამაში ყველაზე მეტად მომწონს, მაგრამ „მეძალადაც“ თამაში შემიძლია. ჩემი იდეალური პოზიციაა, რომელზეც მოდრიჩი თამაშობს. მინდა, მასავით ვითამაშო, მაგრამ ჩემთვის ტონალიც დიდი მოტივაციაა. მას ყოველთვის ეხმარებოდნენ, ნაკლები წნეხის ქვეშ იყო და სათამაშო დრო ეძლეოდა, შედეგიც უკვე ჩანს.

„იუვე“? ჯერ არ მინდა მომავალზე ფიქრი, მშვენიერი 9 თვე გამოვიარე, ორი კვირა დავისვენე და ახლა 21-წლამდე ნაკრებში ვარ, შემდეგ ვნახოთ. „კრემონეზეში“ სიამოვნებით დავრჩებოდი. კონტრაქტი „იუვენტუსთან“ ერთ წელში იწურება? ვიცი, რომ ამაზე საუბრობენ. „იუვეს“ მე დიდ პატივს ვცემ. ჩემი მთავარი მიზანი? მინდა, რომ 2026 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგო“, – თქვა ფაჯოლიმ.

შეგახსენებთ, რომ ნიკოლო ფაჯოლიმ გასული სეზონი იჯარით „კრემონეზეში“ გაატარა, სადაც 33 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, კრემონელები კი 1996 წლის შემდეგ პირველად სერია A-ში დაბრუნდნენ. ფაჯოლის „იუვენტუსთან“ კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …