მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 96)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ჯორჯო კიელინი კარიერას ამერიკაში გააგრძელებს

იტალიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილი კაპიტანი ჯორჯო კიელინი კარიერას არ ასრულებს. 37 წლის მცველი ამერიკულ „ლოს ანჯელესში“ ითამაშებს. ინფორმაცია იტალიურ მედიას თავად ფეხბურთელმაც დაუდასტურა და ტრანსფერზე მინიშნება სოციალურ ქსელში ლოს ანჯელესებმაც გააკეთეს. მოგვიანებით, ჯორჯომ სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქვეყნა. კიელინი წელიწადნახევრიან კონტრაქტს გააფორმებს. ჯორჯო კიელინი „იუვენტუსში“ 2005-2022 წლებში თამაშობდა 561 …

სრულად წაკითხვა »

ვლაჰოვიჩი: “ჩემი და “იუვეს” დნმ იდენტურია, სხვა გუნდზე არც მიფიქრია”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა დუშან ვლაჰოვიჩმა განაცხადა, რომ მისით „არსენალიც“ დაინტერესებული იყო, მაგრამ მას სხვა კლუბები არ აინტერესებდა და თამაში მხოლოდ ტურინულ გრანდში სურდა. სერბი ფიქრობს, რომ მისი და „იუვეს“ დნმ იდენტურია. „მხოლოდ ერთ კლუბზე ვფიქრობდი, რადგან „იუვენტუსი“ „იუვენტუსია“. მეტი სათქმელი არაფერია. ახლა კი მაქვს პატივი და ამ მაისურს ვატარებ. ყოველჯერზე, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” დავიდ ნერეშით დაინტერესდა

ტურინის „იუვენტუსი“ ანხელ დი მარიასთან შეთანხმებას ვერ ახერხებს და მის ალტერნატიულ ვარიანტებზე უკვე მუშაობს. პორტუგალიური მედიის ცნობით, ტურინელთა თვალთახედვის არეში დავიდ ნერეში მოხვდა. ამსტერდამის „აიაქსის“ ყოფილი გარემარბი, რომელიც ამჟამად „შახტარის“ წევრია. „იუვე“ მზადაა ბრაზილიელ ფეხბურთელში 10 მილიონი ევრო გადაიხადოს. ნერეშით ლისაბონის „ბენფიკაც“ ინტერესდება, მაგრამ „იუვენტუსის“ შეთავაზებამ შესაძლოა ბრაზილიელს იტალიაში გადაბარგება …

სრულად წაკითხვა »

გატი: “როცა მოედანზე გავდივარ, სახეში არავის ვუყურებ”

იტალიის ნაკრებში ფედერიკო გატის დებიუტი შედგა, რომელიც „იუვენტუსის“ მცველია. 23 წლის ფეხბურთელი ორი წლის წინ სერია D-ში თამაშობდა, გასული სეზონი სერია B-ში „ფროზინონენში“ გაატარა, ხოლო სერია A-ში ჯერ ერთხელაც არ უთამაშია. თუმცა, მანჩინიმ ის ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ 90 წუთი ათამაშა და ფედერიკოს ტამი აბრაჰამისა და ჰარი კეინის განეიტრალება მოუწია, რასაც …

სრულად წაკითხვა »

კიეზა: “იმედი მაქვს, რომ სექტემბრის დასაწყისში ვითამაშებ”

ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელმა ფედერიკო კიეზამ იტალიურ მედიასთან ისაუბრა და განაცხადა, რომ სექტემბრის დასაწყისში თამაშისთვის მზად იქნება. 24 წლის ფეხბურთელს ახლა ასეთი მიზანი და იმედოვნებს, რომ რეაბილიტაციის პროცესი არ გართულდება. „ჩემი ოცნებაა, რაც შეიძლება მალე დავბრუნდე, მაგრამ არსებობს გრაფიკი, რომელიც უნდა დავიცვა და ვფიქრობ, შესანიშნავად ვმუშაობთ. მოედანზე პროფესიონალები მყავს ირგვლივ, „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” არტურის გაყიდვას ცდილობს

ტურინის „იუვენტუსი“ არტურის გასხვისებას ცდილობს. იტალიური მედიის ცნობით, ფედერიკო კერუბინი მილანში ბრაზილიელი ნახევარმცველის აგენტ ფედერიკო პასტორელოს შეხვდა და გამოსავლის პოვნაზე მუშაობენ. არტური მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის, თან საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს, რის გამოც კლუბი მის გაყიდვას ცდილობს. ცნობილია, რომ არტურით ლონდონის „არსენალია“ დაინტერესებული, ხოლო თავის მხრივ „იუვეს“ ინგლისური კლუბის …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ილქაი გიუნდოგანი დაუკავშირეს

„იუვენტუსი“ პოლ პოგბას დაბრუნებაზე მუშაობს და მიზანთან ძალიან ახლოსაა, თუმცა, ფრანგი შეიძლება არ იყოს ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ზაფხულში ტურინელთა ნახევარდაცვას გააძლიერებს. კლუბი არტურისა და აარონ რემზის გაშვებას ცდილობს, რომლებიც პოგბას გარდა, შეიძლება ილქაი გიუნდოგანმა შეცვალოს. გერმანული Bild-ის ინფორმაციით, 32 წლის ნახევარმცველს, რომელსაც „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს, ორი ვარიანტი …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” არნაუტოვიჩის შეძენას აპირებს

ტურინის „იუვენტუსი“ დუშან ვლაჰოვიჩის დუბლიორს ეძებს. ფეხბურთელს, რომელიც სერბის შემცვლელის ფუნქციას დათანხმდება და უმეტესად მხოლოდ მაშინ ითამაშებს, როცა ვლაჰოვიჩს დასვენება დასჭირდება. იტალიური მედიის ცნობით, ტურინელებს ამ ფუნქციისთვის ერთ-ერთი ვარიანტი შერჩეული ჰყავთ – მარკო არნაუტოვიჩი. ავსტრიელი თავდამსხმელის შესახებ „იუვე“ „ბოლონიას“ უკვე დაუკავშირდა. ჯერჯერობით, შესაძლო ტრანსფერის სხვა დეტალები უცნობია. ავსტრიელმა ფეხბურთელმა სერია …

სრულად წაკითხვა »

გატი: “ყველაფერს გავაკეთებ, რომ “იუვესთვის” მზად ვიყო”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ფედერიკო გატიმ იტალიურ მედიასთან ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის „იუვეში“ გადასვლა ბევრს ნიშნავს და ყველაფერს გააკეთებს, რომ გამოწვევისთვის მზად იყოს. „ჩემთვის მნიშვნელოვანი სეზონი იყო, ერთადერთი, რასაც ვნანობ, პლეი-ოფში ვერ მოხვედრაა. ნაკრებში ყოფნა უნიკალური ემოციაა, რადგან საერთაშორისო გამოცდილების მქონე ფეხბურთელებთან ერთად ვვარჯიშობ. იმდენი მსხვერპლი გავიღე აქ მოსახვედრად, რომ …

სრულად წაკითხვა »

დიბალა “ინტერში” გადავა

„იუვენტუსის“ ყოფილი ფეხბურთელი პაულო დიბალა „ინტერთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ იტალიური მედია იტყობინება. როგორც ცნობილი გახდა, დიბალას აგენტი ხორხე ანტუნი დღეს მილანური კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა და მომავალი თანამშრომლობის პირობები განიხილეს. მიუხედავად იმისა, რომ დიბალამ „ინტერის“ მთავარ მტერ „იუვენტუსში“ 7 სეზონი გაატარა და ტურინულ პუბლიკას ცრემლებით დაემშვიდობა, როგორც ჩანს, ის თანახმაა …

სრულად წაკითხვა »