მთავარი / სიახლეები / “იუვენტუსი” არტურის გაყიდვას ცდილობს

“იუვენტუსი” არტურის გაყიდვას ცდილობს

ტურინის „იუვენტუსი“ არტურის გასხვისებას ცდილობს. იტალიური მედიის ცნობით, ფედერიკო კერუბინი მილანში ბრაზილიელი ნახევარმცველის აგენტ ფედერიკო პასტორელოს შეხვდა და გამოსავლის პოვნაზე მუშაობენ.

არტური მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ შედის, თან საკმაოდ მაღალი ხელფასი აქვს, რის გამოც კლუბი მის გაყიდვას ცდილობს. ცნობილია, რომ არტურით ლონდონის „არსენალია“ დაინტერესებული, ხოლო თავის მხრივ „იუვეს“ ინგლისური კლუბის ორი ფეხბურთელი – გაბრიელ მაგალაეში და ტომას პარტეი აინტერესებთ. ამიტომაც, შეიძლება არტური სწორედ ამ კუთხით გამოიყენონ.

შეგახსენებთ, რომ არტური „იუვენტუსში“ 2020 წლიდან თამაშობს და 63 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …