მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 621)

თეგის არქივი: იუვენტუსი

კინის ახალი კონტრაქტი – “იუვესთვის” პრიორიტეტი

არამხოლოდ მარიო მანჯუკიჩი და დანიელე რუგანი… „იუვენტუსი“ მოიზე კინისთვის ახალი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს და ეს პრიორიტეტად იქცა. ნიჭიერ ფორვარდს კონტრაქტი 2020 წლის ზაფხულში ეწურება და ტურინელებს არც ისე ბევრი დრო აქვთ. ამიტომ, კინის აგენტ მინო რაიოლასთან მოლპარაკებები უახლოეს ხანებში დაიწყება. ახალი ხელშეკრულების ფინანსური მხარე ამ დრომდე უცნობი რჩება. თუმცა, კინის …

სრულად წაკითხვა »

მანჯუკიჩმა და “იუვემ” ყველა დეტალი შეათანხმეს

მარიო მანჯუკიჩი სულ მალე ტურინის „იუვენტუსთან“ კონტრაქტს გაახანგრძლივებს. ეს ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელდა, მაგრამ Sky Sport-ის ცნობით, მხარეები ყველა დეტალზე საბოლოოდ შეთანხმდნენ და ახლა მხოლოდ ოფიციალურად დადასტურება აკლია. მანჯუკიჩი, რომელსაც მიმდინარე ხელშეკრულება 2020 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და სეზონში 4.5 მილიონ ევროს იღებს. განახლებული პირობების თანახმად კი, 5.5 მილიონ ევროს გამოიმუშავებს, …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” კვლავ არასრული შემადგენლობით ვარჯიშობს

ტურინის „იუვენტუსი“ აგრძელებს საწვრთნელ პროცესს არასრული შემადგენლობით. „ბებერი სინიორას დღევანდელი ვარჯიში ძირითადად ფიზიკური კონდიციების აღდგენას დაეთმო, ხოლო სრულფასოვნად გუნდის მას შემდეგ დაიტვირთება, რაც ეროვნული ნაკრებებიდან ფეხბურთელები დაბრუნდებიან. „იუვენტუსს“ ნაკრების შეკრებაზე მყოფილი ფეხბურთელების ნაწილი ოთხშაბათს, ხოლო მეორე ნაწილი ხუთშაბათს დაუბრუნდებიან.

სრულად წაკითხვა »

რონალდუს პირველი გამოკვლევა ჩაუტარდა

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ლისაბონში მტკივან ფეხზე პირველად გამოკვლევა ჩაუტარდა. Tuttosport-ის ინფორმაციით, კრიშტიანუს მარჯვენა ბარძაყის უმნიშვნელო დაზიანება აღენიშნება. მეორე გამოკვლევას კი რონალდუ ტურინში ჩიატარებს, სადაც ოთხშაბათს დაბრუნდება და სწორედ ამის შემდეგ განისაზღვრება მისი მოედანზე დაბრუნების თარიღი. შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ პორტუგალიისა და სერბეთის ნაკრებთა მატჩში ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით …

სრულად წაკითხვა »

პიანიჩს თვალი “რეალმა” დაადგა

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი მირალემ პიანიჩი მადრიდის „რეალის“ ინტერესის სფეროშია. Tuttosport-ის ინფორმაციით, ზინედინ ზიდანი ბოსნიელი ფეხბურთელის ტრანსფერს ლობირებს და ფლორენტინო პერესი საქმის კურსში უკვე ჩააყენა. პიანიჩს „იუვესთან“ კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და შესაბამისად „სამეფო კლუბს“ გვარიანი თანხის გადახდა მოუწევს. სავარაუდოდ, 90-100 მილიონი ევროს. შეგახსენებთ, რომ პიანიჩი „იუვენტუსში“ 2016 წლის ზაფხულში „რომადან“ …

სრულად წაკითხვა »

რაიოლა: “კინი “მილანში” გადადიოდა, მაგრამ “იუვემ” არ გაუშვა”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი მოიზე კინი ბოლო დროს საყოველთაო ყურადღების ცენტრშია. 19 წლის იტალიელის შესახებ ამჯერად მისმა აგენტმა მინო რაიოლამ ისაუბრა. „კინს მუდმივი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება. იანვარში „მილანთან“ ძალიან ახლოს იყო, მე და ლეონარდო შეთანხმებულიც ვიყავით, მაგრამ „იუვემ“ ტრანსფერზე უარი თქვა. კონტრაქტის გახანგრძლივება? ამ ეტაპზე გაჩერებულები ვართ, ბიჭს თამაში უნდა“, – …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “საგანგაშო არაფერია”

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ტრავმის მიღების შემდეგ პორტუგალიურ მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, თავის სხეულს კარგად იცნობს და საგანგაშო არაფერია. საჭიროა 48 საათი მოცდა, მაგამ ამ ტრავმის გამო შეშფოთებული არ ვარ და არ მეშინია. ჩემს სხეულს კარგად ვიცნობ. ასეთი რაღაც ხდება, ეს ფეხბურთია. ვფიქრობ, ერთ-ორ კვირაში მზად ვიქნები“, – …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში ტრავმა მიიღო

კრიშტიანუ რონალდუმ პორტუგალიის ნაკრებში ტრავმა მიიღო. სერბეთთან მატჩის 31-ე წუთზე კრიშტიანუმ შეცვლა მოითხოვა და მის ნაცვლად მოედანზე პიცი გამოჩნდა. პორტუგალიელს ბარძაყის კუნთის დაზიანება აღენიშნება. ჯერჯერობით ტრავმის ხარისხი უცნობია და დიაგნოზი მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც გამოკვლევა ჩაუტარდება. თუმცა, Calciomercato-ს ცნობით, რონალდუს თამაში „აიაქსთან“ პირველ მეოთხედფინალურ თამაშში ძალზე საეჭვოა…

სრულად წაკითხვა »

პაოლო როსი: “იუვე” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია”

იტალიური ფეხბურთის ლეგენდა პაოლო როსი „იუვენტუსს“ ჩემპიონთა ლიგის მთავარ ფავორიტად მიიჩნევს.  „ბებერი სინიორას“ ყოფილი ფორვარდი დარწმუნებულია, რომ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვებამ „იუვეს“ დიდი თავდაჯერება შემატა. „ეჭვგარეშეა, რომ „ატლეტიკოსთან“ გამარჯვება „იუვესთვის“ სრული სიგიჟე იყო. ასეთი გამარჯვების შემდეგ საოცარ თვითრწმენას იღებ და „იუვე“ ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტი გახდა. „აიაქსი“? ახალგაზრდული და საშიში გუნდია, მაგრამ …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “კინმა ჩემთან და კიელინისთან საუბრის შემდეგ დარჩენა გადაწყვიტა”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ მოიზე კინის შესახებ ისაუბრა. ბონუჩის განცხადებით, კინი „იუვეს“ დატოვებას იანვარში აპირებდა, მაგრამ მასთან და ჯორჯო კიელინისთან საუბრის შემდეგ გადაიფიქრა. „მოიზე ჩვენთან დარჩა მას შემდეგ, რაც ჯორჯოსთან ისაუბრა, ხოლო შემდეგ ჩემთან. როდესაც კრიშტიანუსთან, დიბალასთან, დუგლას კოშტასთან ერთად ვარჯიშობ, უფრო ძლიერი უფრო სწრაფად გახდები. იმედია ზეწოლას გოლებით …

სრულად წაკითხვა »