მთავარი / თეგის არქივი: იუვენტუსი (გვერდი 609)

თეგის არქივი: იუვენტუსი

ალეგრი: “შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იქნება”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სპალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. აქვე გეტყვით, რომ ამ თამაშში დიდი შანსია, „იუვემ“ ზედიზედ მერვე სკუდეტო ოფიციალურად გაიფორმოს. ალეგრიმ დააანონსა, რომ შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იქნება. „სპალთან“ მატჩი შესანიშნავი შანსი გვაქვს სკუდეტო გავიფორმოთ. ხვალ კარგი თამაში იქნება, ერთი ან სამი ქულა უნდა მოვპოვოთ. „სპალმა“ სახლში …

სრულად წაკითხვა »

პირლო: “იუვენტუსში” დარწმუნებული ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ „აიაქსთან“ თამაში ანდრეა პირლომ შეაფასა. ლეგენდარული ფეხბურთელის განცხადებით, სჯერა, რომ „იუვე“ შემდეგ ეტაპზე გავა. „ჰოლანდიელები ასეთი სტილის ფეხბურთს თამაშობენ და იგივეს გააკეთებენ საპასუხო მატჩშიც, ეს ჩემთვის სიურპრიზი არ ყოფილა. „იუვემ“ კარგი თამაში ჩაატარა. ტურინული მატჩი გადამწყვეტია, სტადიონის ძალა და ენერგია გუნდს უნდა წარუძღვეს. დარწმუნებული ვარ“, – თქვა პირლომ …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი კოშტას გაუწყრა: “უნდა წაქცეულიყო, ჭკვიანურად უნდა ეთამაშა”

ტურინის „იუვენტუსისა“ და „აიაქსის“ მატჩის დასრულების შემდეგ ტელეკომპანია Sky Sport-ის ეთერში მასიმილიანო ალეგრი ამსტერდამიდან ჩაერთო და გადაცემის წამყვანების კითხვებს პასუხობდა. ერთ-ერთი კი ფაბიო კაპელო იყო, რომელიც საფეხბურთო ექსპერტად მუშაობს. ლეგენდარულ მწვრთნელსა და ალეგრის შორის დიალოგი შედგა: – კაპელო: როდესაც დუგლას კოშტა მარცხენა ფლანგზე დე იონგს გასცდა, რა გაიფიქრეთ? – ალეგრი: …

სრულად წაკითხვა »

ტოტი: “იმედია, “იუვე” ნახევარფინალში გავა”

იტალიური ფეხბურთისა და „რომას“ ლეგენდა ფრანჩესკო ტოტი იმედს გამოთქვამს, რომ ტურინის „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავა. „აიაქსთან“ მთელი შეხვედრა არ მინახავს, რადგან ოჯახური ვახშამი მქონდა. მეოთხედფინალში ყველა თამაში რთულია და დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ყველას შეუძლია ამ ეტაპზე გამარჯვება, მაგრამ იმედია, საბოლოოდ, მომდევნო ეტაპზე იტალიური გუნდი გავა“, – თქვა ტოტიმ. შეგახსენებთ, …

სრულად წაკითხვა »

“აიაქსი” – “იუვენტუსიდან” ფაქტები და სტატისტიკა

ტურინის „იუვენტუსმა“ „აიაქსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში ფრედ, 1:1 ითამაშა. ამ შეხვედრის სტატისტიკური მონაცემები და ფაქტები ასეთია: 23 კრიშტიანუ რონალდუზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში „იოჰან კრუიფ არენაზე“ არავის გაუტანია. პორტუგალიელის ანგარიშზე ამ სტადიონზე უკვე 6 გოლია. იგივე შედეგი აქვს ზლატან იბრაჰიმოვიჩსაც. კრიშტიანუმ ჩემპიონთა ლიგაზე თავური დარტყმით 23-ე გოლი …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” ბრაზილიელი ფეხბურთელი დაიმატა

ტურინის „იუვენტუსმა“ „ფლამენგოს“ მცველი ვესლი დაიმატა. ამის შეახებ ინსტაგრამის მეშვბეობით თავად სამხრეთ ამერიკელი იტყობინება. „ახალი ისტორიის დასაწყისი“, – დაწერა მან. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდს არ დაუდასტურებია, თუმცა ცნობილია, რომ ვესლი „იუვეს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება, რადგან „ფლამენგოსთან“ ფეხბურთელმა კონტრაქტი არ გაახანგრძლივა, რომელიც ზაფხულში იწურება. საინტერესოა, რომ ვესლიმ მოგვიანებით …

სრულად წაკითხვა »

მატუდი: “დამშვიდდით, კარგად ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ „აიაქსთან“ მატჩის 74-ე წუთზე ტრავა მიიღო და მოედანი დატოვა. ჯერჯერობით ფრანგის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, მაგრამ თავად ჟურნალისტებს ლაკონურად განუცხადა: „ყველაფერი კარგადაა, დამშვიდდით“, – თქვა ბლეზმა. თუმცა, ყველაფერი დეტალურად სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვევა, რომელიც მატუიდის უახლოეს ხანებში უნდა ჩაუტარდეს.

სრულად წაკითხვა »

ბენტანკური: “ტურინში უნდა მოვიგოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა როდრიგო ბენტანკურმა „აიაქსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ურუგვაელი ფეხბურთელის განცხადებით, ტურინში უნდა გაიმარჯვონ. „კარგი თამაში იყო, მეტოქემაც დაამტკიცა, რომ ძლიერია. მეორე ტაიმის დასაწყისში ზეწოლა გააძლიერეს, შემდეგ კი სივრცეები უფრო ვიპოვეთ. ახლა ტურინში უნდა გავიმარჯვოთ“, – თქვა ბენტანკურმა. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „აიაქსი“ საპასუხო მატჩი 16 აპრილს …

სრულად წაკითხვა »

ალექს სანდრო: “სტუმრად გოლი მნიშვნელოვანია”

ტურინის „იუვენტუსი“ მცველმა ალექს სანდრომ „აიაქსთან“ (1:1) მატჩის შემდეგ ისაუბრა. ბრაზილიელი ფეხბურთელის განცხადებით, სტუმრად გატანილი გოლი მნიშვნელოვანია. „მნიშვნელოვანია, რომ სტუმრად გოლი გავიტანეთ, სამწუხაროა, რომ ბოლოს ბურთი ძელს მოხვდა. თუმცა, კარგად ვითამაშეთ მიუხედავად იმისა, რომ შეგვიძლია უფრო უკეთ თამაში. „აიაქსი“ ბევრს კომბინირებდა, მაგრამ როდესაც ბურთი ჩვენ გვქონდა პრობლემები ექმნებოდა. ვიცოდით, რომ …

სრულად წაკითხვა »